სკომოროხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სკომოროხები XVIII საუკუნეში

სკომოროხი (რუს. Скоморох) — შუა საუკუნეების რუსეთში მსახიობი, რომელიც ერთდროულად იყო მომღერალი, მოცეკვავე, მუსიკოსი და პოეტი. სკომოროხობა აღმოცენდა არა უგვიანეს XI საუკუნისა (გამოსახულება გვხვდება კიევის სოფიოს ტაძრის ფრესკებზე, 1037), განვითარების მწვერვალს მიაღწია XV—XVII საუკუნეებში, ხოლო XVIII საუკუნიდან თანდათან გაქრა და ადგილი დაუთმო ბალაგანს. სკომოროხები გამოდიოდნენ ქუჩებსა და მოედნებზე, უშუალო კონტაქტს ამყარებდნენ მაყურებელთან და თავისი მხიარული წარმოდგენის მონაწილედ ხდიდნენ მას. XVI—XVII საუკუნეებში სკომოროხები. ერთიანდებოდნენ „ვატაგებად“ (70-100 კაცი). ეკლესია და სახელმწიფო ხელისუფლება ხშირად დევნიდა მათ. 1648 და 1657 გამოიცა ბრძანებულება სკომოროხების აკრძალვის თაობაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: