სკარამანგის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკარამანგის სახლი
რუს. Дом Скараманги
კოორდინატები 47°12′44″N 38°56′01″E / 47.212273° ჩ. გ. 38.933559° ა. გ. / 47.212273; 38.933559
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის პირველი ნახევარი

სკარამანგის სახლი (რუს. Дом Скараманги) — სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. შენობა აგებულია XIX საუკუნის პირველი ნახევარში.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 53.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის დოკუმენტებში, რომელიც თარიღდება 1820 წლით, მოხსენიებულია ლუკა პეტრეს ძე სკარამანგა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლუკა სკარამანგამ ტაგანროგში პეტროვის ქუჩა 53-ში ააშენა ერთსართულიანი სახლი მაღალ ცოკოლზე. მისი კუთვნილება, უძრავი ქონების გარდა, იყო ბახმუტის მარილის საბადო. გარდა ამისა, მას კავშირი ჰქონდა ბერძნულ კანტორასთან „სკარამანგა, მანუსი და K“, რომელიც დაიხურა 1893 წელს. კანტორა დაკავებული იყო ექსპორტ-იმპორტის საქმით. ტაგანროგში შემოჰქონდათ ჩაი, ყავა, ციტრუსები და სხვა პროდუქტები, ხოლო ტაგანროგიდან გაჰქონდათ ხორბალი, კოპტონი, ცხიმი[1].

1873-1880 წლებში სახლი იყო ვაჭარ ივანე სკარამანგას მფობელობაში. 1890 წელს სახლი ეკუთვნოდა საბერძნეთის მოქალაქეს ივანე სკარამანგას. უცნობია რა კავშირია ამ ორ პიროვნებას შორის.

1898 წლიდან სახლის ახალი მფლობელია ივანე ამბროსის ძის[2] სკარამანგის ქვრივი ვირგინია მიხეილის ასული სკარამანგა[1]. ივანეს და ვირგინაიას ჰყავდათ რამდენიმე შვილი: ელიზავეტა, მარია, ვირგინია, ამბროსი, მიხეილი, პანტელეიმონი[2]. სკარამანგები ამ სახლის გარდა სხვა სახლებსაც ფლობდნენ, რომლებიც ამჟამად მდებარეობენ პეტროვის 95-ში და 97-ში[2].

1923 წელს ამ სახლში გაიხსნა საბავშვო ბაღი № 11. სახლი ამჟამადაც შემონახულია და დგას მაღალ ცოკოლზე[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]