სკაგერაკი

სკაგერაკი — სრუტე ნორვეგიას, შვედეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსა და დანიის ნახევარკუნძულ იუტლანდიას შორის, რომელიც ჩრდილოეთის ზღვას აკავშირებს კატეგატის სრუტესთან და ბალტიის ზღვასთან.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდებები სკაგერაკი და კატეგატი ორივე დანიური წარმოშობისაა. სკაგერაკი დანიურად დაახლოებით სკაგენის არხს ნიშნავს. დანიური ქალაქ სკაგენის მიხედვით, რომელიც დანიის ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. რაკ ნიშნავს სრუტეს, სანაოსნო გზას.[1][2]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სკაგერაკი არს 240 კილომეტრის სიგრძის და 80-140 კილომეტრის სიგანის. ის ღრმავდება ნორვეგიის სანაპიროს გასწვრივ და ნორვეგიის ტრანშთან 700 მეტრს აღწევს. სკაგერაკის გასწვრივ მდებარეობს რამდენიმე ნორვეგიული და შვედური პორტი: ოსლო, კრისტიანსენი, უდევალა, შტრომშტადი.
მანძილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციამ სკაგერაკის საზღვრები შემდეგნაირად განსაზღვრა:[3]
სამხრეთით. ხაზი გრძელდება ჰანსტოლმამდე (57°07′ ჩ. გ. 83°06′ ა. გ. / 57.117° ჩ. გ. 83.100° ა. გ.) და ლინდესნესამდე 58° ჩ. გ. 7° ა. გ. / 58° ჩ. გ. 7° ა. გ.).
სამხრეთ-აღმოსავლეთით. კატეგატის ჩრდილოეთ საზღვარი (სკაგენთან, დანიის უკიდურესი ჩრდილოეთი 57°54′ ჩ. გ. 11°27′ ა. გ. / 57.900° ჩ. გ. 11.450° ა. გ.).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სკაგერაკის ღრმა წყლების თევზები დაარქივებული 2006-03-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nudansk Ordbog (1993), 15th edition, 2nd reprint, Copenhagen: Politikens Forlag, entry Skagerrak.
- ↑ Den Store Danske Encyklopædi (2004), CD-ROM edition, Copenhagen: Gyldendal, entry Skagerrak.
- ↑ Limits of Oceans and Seas, 3rd edition. International Hydrographic Organization (1953). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 6 February 2010.