უდევალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
უდევალა
შვედ. Uddevalla
გერბი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 58°21′00″ ჩ. გ. 11°55′00″ ა. გ. / 58.35000° ჩ. გ. 11.91667° ა. გ. / 58.35000; 11.91667
ფართობი 16,92 კმ²
მოსახლეობა 31 212 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 845 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0522
ოფიციალური საიტი https://www.uddevalla.se/
უდევალა — შვედეთი
უდევალა

უდევალა (შვედ. Uddevalla) — ქალაქი შვედეთში, ვესტრა-გეტლანდის ლენში. თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 31 212 ადამიანს შეადგენს.[1] მდებარეობს ბიფიორდენის უბესთან, სკაგერაკის სრუტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი პლაჟები გამოირჩევა ნიჟარების განსაკუთრებული სიუხვით.

უდევალას გააჩნია პატარა პორტი. ერთ დროს აქ ფუნქციონირებდა მსხვილი გემთსაშენი, რომელიც 1960 წელს ბოჰუსლენის ოლქში უდიდესი დამსაქმებელი იყო. მაგრამ, 1970-იან წლებში, შვედეთის ყველა გემთსაშენმა რეცესიამ განიცადა, 1985 წელს დაიხურა უდევალის საწარმოც.

ქალაქის სტატუსი უდევალამ 1498 წელს მიიღო, როდესაც ის დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. შუა საუკუნეებში ეს ქალაქი სავაჭრო გზაჯვარედინი იყო დანიას, შვედეთსა და ნორვეგიას შორის. ამავე პერიოდში, ის მძიმედ დაზიანდა დანია-შვედეთის ომების შედეგად, მაგალითად, 1519 , 1564 , 1611 და 1644 წლებში ის გადაწვეს ხან დანიელებმა, ხანაც შვედებმა. 1658 წელს შედის შვედეთის შემადგენლობაში.

XVIII საუკუნეში ქალაქის აყვავების პერიოდი დეგბა, რაც უკავშირდება რკინის, ხე-ტყისა და თევზის მრეწველობა-ექსპორტს. მიუხედავად ამისა, ტროლჰეტანის არხის გახსნის შემდეგ, უდევალის მნიშვნელობა ეცემა, 1806 წლის გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ კი იგი თითქმის მთლიანად განადგურდა. განვითარების ახალი იმპულსი მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს განოჩნდა — ტექსტილის წარმოება და გემთმშენებლობა.

1989 წელს ქალაქიში გაიხსნა კომპანია ვოლვოს საწარმო.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.