სისტოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Heart systole.svg

სისტოლა (ბერძნ. sistole — შეკუმშვა) — გულის კუნთის, ანუ მიოკარდიუმის შეკუმშვა; შედგება წინაგულების სისტოლისა და პარკუჭების სისტოლისაგან. ურთიერთმიმდევარი სისტოლა და დიასტოლა შეადგენენ გულის მოქმედების ციკლს. თუ ადამიანის გულის შეკუმშვათა რაოდენობა 1 წთ-ში არის 75, წინაგულების სისტოლის ხანგრძლივობა 0,1 წმ იქნება, პარკუჭებისა კი 0,3 წმ. წინაგულების სისტოლის დროს სისხლი გადადის პარკუჭებში; პარკუჭთა სისტოლისას კი სისხლი გადაისროლება აორტაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]