სიროტინების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიროტინების სახლი
რუს. Дом Сиротиных
Таганрог Чехова 82 фото 191.jpg
კოორდინატები 47°12′34″N 38°55′36″E / 47.209329° ჩ. გ. 38.926723° ა. გ. / 47.209329; 38.926723
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის პირველი ნახევარი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101281000

სიროტინების სახლი (რუს. Дом Сиротиных) — სართულნახევრიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი[1] ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის პირველი ნახევარში. როსტოვის ოლქის საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით სახლი განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1].

მისამართი: ტაგანროგი, ჩეხოვის ქუჩა № 82.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ტაგანროგში. ჩეხოვის ქუჩა 82-ში ააგეს სართულნახევრიანი სახლი. 1870-იან წლებში სახლი იმყოფებოდა მ. ფ. სიროტინას (პოეტ ნიკოლაი შჩერბინის და) კუთვნილებაში. ნიკოლაი შჩერბინი პერიოდულად სტუმრობდა ხოლმე აღნიშნულ სახლს.

ცნობილი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი სწავლობდა სიროტინების შვილთან, ვლადიმირთან, ერთად. ისინი მეგობრობდნენ და მწერალი ზოგჯერ სტუმობდა ხოლმე ვლადიმირს. აქ იმყოფებოდა 1881 წელს, როდესაც ჩავიდა მოსკოვიდან. ვ. ა. სიროტინი იყო კაზაკთა ლეიტენანტი. მისი მეუღლის სახელი იყო მარია. სწორედ მარია ითვლებოდა სახლის მფლობელად 1890-იან წლებში. მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. ვლადიმირი და მარია განქორწინდნენ. მარია მეორედ გათხოვდა, მეორე ქორწინებიდან მიიღო გვარი სტეიგერი.

1915 წლიდან 1918 წლამდე სახლის მფლობელი იყო ივანე აკიმის ძე რეგეტი[2][3]. იგი იყო ქალაქის საჯარო მმართველობის დეპუტატი ვაჭართა წრიდან[3].

1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]