სირასგომის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სირასგომის ციხე — არქიტექტურული ნაგებობა თურქეთში, არტაანის პროვინციაში. ლიტერატურაში ცნობილია როგორც სარიამაჩის კოშკი. სირასგომის ციხის ირგვლივ გაშლილი ველებია. კოშკის ირგვლივ გალავნის კედელის არაერთი ნაშთი გვხვდება, რაც ადასტურებს იმას, რომ ძველად ციხესიმაგრის დატვირთვა ჰქონდა, კოშკი კი მის ცენტრალურ ნაგებობას წარმოადგენდა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპონიმი „სირასგომი“ დაკავშირებული უნდა იყოს ქართულ ენაში გავრცელებულ ორ სიტყვასთან: სირა და გომი/გომური. „სირა“ არაბული სიტყვაა და ნიშნავს რიგს.

შესწავლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრის წარსულის კვლევა დაიწყეს თურქმა სპეციალისტებმა, მათ შორისაა ქემალეთინ ქოროღლუ. ის სირასგომის ციხეს კოშკისებური ფრომის ციხესიმაგრეთა კატეგორიაში აერთიანებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, ტ. 1, თბ., 2020. ISBN 978-9941-9675-9-7