სიომარა კასტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სიომარა კასტრო
სიომარა კასტრო
ჰონდურასის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა27 იანვარი, 2022
ვიცე-პრეზიდენტი  სალვადორ ნასრალა, დორის გუტიერესი, რენატო ფლორენტინო
წინამორბედიხუან ორლანდო ერნანდესი

ჰონდურასის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 იანვარი, 2006 – 28 ივნისი, 2009
პრეზიდენტიმანუელ სელაია
წინამორბედიაგუას სანტას ოკანია ნავარო
მემკვიდრესიომარა ხირონი

დაბადებული30 სექტემბერი, 1959
სანტა-ბარბარა, ჰონდურასი
პოლიტიკური პარტიათავისუფლებისა და გარდაქმნის პარტია
მეუღლემანუელ სელაია

სიომარა კასტრო (ესპ. Xiomara Castro) — ჰონდურასელი პოლიტიკოსი. ჰონდურასის პირველი ლედი 2006-2009 წლებში. 2009 წელს დამხობილი პრეზიდენტის მანუელ სელაიას მეუღლე. ჰონდურასის პრეზიდენტი 2022 წლის 27 იანვრიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიომარ აკასტრო დაიბადა 1959 წლის 30 სექტემბერს ტეგუსიგალპაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დაასრულა მარია აუსილიადორას ინსტიტუტი და მიენიჭა ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში. 1976 წლის იანვარში ცოლად გაჰყვა მანუელ სელაიას. ქორწილიდან მალევე მათ სახლი იყიდეს კატაკამასში, ოლანჩოს დეპარტამენტი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატაკამასში კასტრომ ჩამოაყალიბა ჰონდურასის ლიბერალური პარტიის ქალთა ფილიალი და 2005 წლის თებერვლის შიდაპარტიულ არჩევნებში ქმრის მხარდასაჭერად ჩაატარა კამპანია.

როგორც ჰონდურასის პირველი ლედი, კასტრო ხელმძღვანელობდა სოციალური განვითარების პროგრამებს, მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სხვა პირველ ქალბატონებთან ერთად იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომლებსაც აწყდებიან აივ ინფიცირებული ქალები.[1]

2009 წლის 28 ივნისის სახელმწიფო გადატრიალებისა და ქმრის დამხობის შემდეგ, კასტრო ხელმძღვანელობდა გადატრიალებისადმი წინააღმდეგობის მოძრაობას, რამდენჯერმე გამართა მიტინგი ათასობით მხარდამჭერთან ერთად ჰონდურასის ქუჩებში სელაიას დაბრუნების მოთხოვნით. ეს მოძრაობა ცნობილი იყო სახალხო წინააღმდეგობის ეროვნული ფრონტის სახელით და საფუძველი ჩაუყარა თავისუფლებისა და გარდაქმნის პარტიას.[2]

2013 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და დაიკავა მეორე ადგილი 28,85 %-ით,[2] 2017 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირა სალვადორ ნასრალას და გამარჯვების შემთხვევაში გახდებოდა მისი ვიცე-პრეზიდენტი.[3][4]

მონაწილეობს 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში[5] და ლიდერობს 25 ნოემბრის გამოკითხვის შედეგებით.[6] 30 ნოემბერს კონკურენტ ნასრი ასფურას პარტიამ დამარცხება აღიარა.[7], რის შემდეგ იგი კასტროს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. კასტრო ჰონდურასის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა 2022 წლის 27 იანვარს.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alberto Arce. (June 22, 2013) Deposed Honduran Leader's Wife Leads in Polls. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-12. ციტირების თარიღი: 2013-11-06.
  2. 2.0 2.1 Alberto Arce. (June 16, 2013) Xiomara Castro lanza candidatura en Honduras. Nuevo Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-06. ციტირების თარიღი: 2013-11-06. (Spanish)
  3. Xiomara Castro, una política decidida a cambiar a Honduras es. El Heraldo (7 March 2017). ციტირების თარიღი: 2017-12-19
  4. Karen N. Reyes. (21 May 2017) Salvador Nasralla encabeza la alianza opositora es. HRN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-22. ციტირების თარიღი: 2021-11-28.
  5. Meet the Candidates: Honduras en-US. ციტირების თარიღი: 2021-04-06
  6. @CarlosPennaC. (2021-11-25) ASÍ VAN HONDURAS: XIOMARA CASTRO A LA CABEZA es. ციტირების თარიღი: 2021-11-26
  7. Honduras' ruling party concedes presidential election to leftist (30 November 2021). ციტირების თარიღი: 1 December 2021
  8. Opposition candidate Xiomara Castro elected Honduras' first female president (30 November 2021). ციტირების თარიღი: 1 December 2021