შუმერული მითოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„მლოცველი შუმერის“ ქანდაკება, გუდეა, ადრეული დინასტიის III პერიოდი, დაახლ. ძვ. წ. XXV საუკუნე

შუმერული რელიგიის მიმდევრები ეთაყვანებოდნენ სხვადასხვა ღმერთს და თვლიდნენ, რომ ისინი მართავდნენ ბუნებრივ და სოციალურ პროცესებს.[1]:3–4

ღმერთები შუმერების წარმოდგენაში ანთროპომორფულები იყვნენ, მათ ადამიანის სახე ჰქონდათ და არა ცხოველის ან სხვა არადამიანური არსებების, ისე როგორც ესაა ეგვიპტურ მითოლოგიაში. ღმერთების უძველეს სიაში მოხსენიებულია ექვსი - ენლილი, ანუ, ინანა, ენქი, ნანა და უტუ.

პანთეონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა ღმერთები „განაგებდნენ“ ბუნების სხვადასხვა ძალებს. აგრეთვე ხდებოდა გმირების და მეფეების გაღმერთებაც. შუმერებს ჰყავდათ საყოველთაო ღმერთები, თუმცა, ამავე დროს, ყოველი თემი თავის „შინაურ“ ღვთაებებს სცემდა თაყვანს. „საერთო“ ღმერთები იყვნენ:

  • ანუ – ცისა და სამოთხის ღმერთი
  • ენქი – ოკეანის, სიბრძნის და ღვთაებრივი ძალების ღმერთი
  • ენლილი – ჰაერის ღმერთი
  • ინანა – სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი
  • ქი – დედამიწის ქალღმერთი[2]
  • ნანა – მთვარის ღმერთი[3]
  • ნინგალი – ნანას ცოლი. [4]
  • ნინლილი – ჰაერის ქალღმერთი და ენლილის ცოლი.
  • ნინურთა – ომის, სოფლის მეურნეობისა და ქარის ღმერთი
  • უტუ – მზის ღმერთი

ტაძრებს უშენებდნენ მხოლოდ მთავარ ღმერთებს. ტაძარში მდებარეობდა ცენტრალური და ორი გვერდითი ეზო. ცენტრალურ ეზოში განთავსებული იყო ღვთაების გამოსახულება, საკურთხეველი და მსხვერპლშეწირვის მაგიდა.

შუმერულ ქალაქებში ყველა ქალაქს თავისი ღვთაება ჰყავდა. ძვ. წ. III ათასწლეულში იყო რამდენიმე ასეთი პანთეონი, სადაც მთავარი ღვთაება სხვადასხვა ღმერთი იყო:

  • ენლილი – ჰაერის მეუფე და ადამიანთა და ღმერთთა მეფე, ნიპურის მთავარი ღმერთი;
  • ენქი – მიწისქვეშა წყლების და მსოფლიო ოკეანის მეუფე, ერედუს მთავარი ღმერთი;
  • ინანა – სიყვარულის და ომის ქალღმერთი - ურუქის ღვთაება;
  • ნანნა – მთვარის ღმერთი, ქალაქ ურის მთავარი ღმერთი;
  • ნინგირსუ – ღმერთი-მეომარი - თაყვანს სცემდნენ ლაგაშში;

უძველესი შუმერული ღვთაებები ნაყოფიერების ფუნქციებს ითავსებდნენ. განსაკუთრებით საინტერესოა დედა-ღვთაების კულტი ძველ შუმერებში - გამოისახებოდა ქალი, ბავშვით ხელში - რომელსაც სხვადასხვა სახელი ერქვა - დამგალნუნა, ნინხურსაგ, ნინმახი, ნინტუ, მამა - მამი. დედა-ღვთაების აქადური ვარინატი იყო ბელეტილი, მამი (ეპითეტით - მშობიარეთა შემწევი), არურუ (ადამიანთა შემქმნელი - დედა).

აგრეთვე შუმერული ქალღმერთი ვაუ და გატუმდუგი, ცნობილი ეპითეტით „დედა“, „ყველა ქალაქის დედა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სემიუელ ნ. კრამერი, ისტორია იწყება შუმერიდან, თბ., 1988 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, გილგამეშის ეპოსი, 1963 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, თამუზის სიზმარი 1969 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, შუამდინარული მითოლოგია, 1976, 1979, 2006 წ. წ.
  • კიკნაძე ზურაბ, შუამდინარული მითოლოგიის ლექსიკონი, 1984 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, გილგამეშიანი, 1984 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, ძველი შუამდინარული პოეზია, 1987 წ.
  • კიკნაძე ზურაბ, ხამურაბის კანონები, 1988 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კრამერი, სემიუელ ნოა (1963) შუმერები: მათი ისტორია, კულტურა და ხასიათი. The Univ. of Chicago Press. ISBN 0-226-45238-7. 
  2. Gilgamec, Enkidu and the nether world. Electronic Text Corpus of Sumerian Literature. წაკითხვის თარიღი: 2010-02-20.
  3. A balbale to Suen (Nanna A). Electronic Text Corpus of Sumerian Literature. წაკითხვის თარიღი: 2010-02-20.
  4. A balbale to Nanna (Nanna B). Electronic Text Corpus of Sumerian Literature. წაკითხვის თარიღი: 2010-02-20.