შინაარსზე გადასვლა

სინათლე (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „სინათლე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სინათლე (მრავალმნიშვნელოვანი).

სინათლე“ — ქართული ყოველდღიური პოპულარული გაზეთი ეროვნულ-პატრიოტული მიმართულებისა. გამოდიოდა 1910–1911 წლებში. რედაქტორ-გამომცემელი — ი. როსტომაშვილი. 1911 წლიდან გაზეთის მეოთხე გვერდზე, როგორც დამოუკიდებელი გამოცემა, იბეჭდებოდა ლიტერატურული და კომერციული გაზეთი „განგაში“, რომლის რედაქტორ-გამომცემელი იყო ი. მჭედლიშვილი. „სინათლის“ გამოცემა რამდენიმეჯერ შეწყდა, ხოლო 1911 წლის ოქტომბერში დაიხურა.