სიმღერის რევოლუცია
სიმღერის რევოლუცია — ბალტიისპირეთის რესპუბლიკების საპროტესტო აქციების სერია 1987-1991 წლებში, რომლის მთავარი მიზანიც იყო ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენა.
აღნიშნულ მოძრაობას მოჰყვა მსხვერპლიც. კერძოდ, 1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსის მოვლენების დროს, ტელეანძის დაცვისას დაიღუპა 14 ლიტველი და ერთი სუკ-ის თანამშრომელი. ორი ლატვიელი პოლიციელი და სამი მოქალაქე დაიღუპა 1991 წლის 20 იანვარს რიგაში მიმდინარე მოვლენების დროს. რვა ლიტველი მებაჟე დახვრიტეს 1991 წლის 31 ივლისს ლიტვა-ბელარუსის საზღვარზე თავდასხმის დროს.
სსრკ-ის დაშლა დაიწყო 80-იანი წლების მეორე ნახევარში. ბალტიისპირეთის პირველ ანტისაბჭოთა მოძრაობას ეწოდა სიმღერის რევოლუცია, რადგანაც იგი ეყრდნობოდა ეროვნული აღორძინების რომანტიკულ იდეებს. ცნება „სიმღერის რევოლუცია“ უპირველეს ყოვლისა ესადაგება ესტონეთსა და ლატვიას, მცირე ხარისხით - ლიტვას. რევოლუციის სიმბოლო გახდა ბალტიისპირეთის ხალხთა სიმღერა, რომელსაც მღეროდნენ მიტინგებზე და საბჭოთა ტანკების სიახლოვეს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- A Lithuanian history, including information about Bloody Sunday
- Tallinn-Life: A Brief Guide to the Estonian Singing Revolution
- Aadu Jogiaas: Disturbing soviet transmissions in August 1991 Museum of Occupations
- The Singing Revolution, US documentary film of the Estonian Singing Revolution
- General information about The Singing Revolution
- Washington Newsletter Baltic States Report