შინაარსზე გადასვლა

სიმონ ბაილზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონ ბაილზი

სიმონ ბაილზი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე
სრული სახელი სიმონ ერიან ბაილზი
დაიბადა 14 მარტი, 1997 (1997-03-14) (29 წლის)[1]
კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ
საცხოვრებელი ადგილი ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
რეზიდენცია სპრინგი, ტეხასი, აშშ
სიმაღლე 1,42 მ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
ეროვნულ ნაკრებში 2012-2016
მწვრთნელ(ებ)ი ლორან ლენდი
ასისტენტი მწვრთნელ(ებ)ი ეიმი ბურმენი
ქორეოგრაფი დომინიკ ზიტო

სიმონ ერიან ბაილზი (დ. 14 მარტი, 1997)[2]ამერიკელი სპორტული ტანმოვარჯიშე. ბაილზი არის 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ინდივიდუალური „all-around“, „ბჯენითი რბენები“ და „floor exercise“ ღონისძიებების გამარჯვებული და „balance beam“ ღონისძიების ვერცხლის მედალოსანი. ამავე ოლიმპიურ თამაშებზე ბაილზმა საბოლოო ხუთეულის სხვა წევრებთან ერთად აშშ-ს კიდევ ერთი გუნდური ოქროს მედალი მოუპოვა.[3]

ბაილზი არის „all-around“ ღონისძიებაში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (2013-2015), „floor exercise“ ღონისძიებაში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (2013-2015), „balance beam“ ღონისძიებაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2014, 2015), აშშ-ის ეროვნული ჩემპიონატის ოთხგზის „all-around“ ჩემპიონი (2013-2016) და 2014 და 2015 წლების სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებული ამერიკის ნაკრების წევრი. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბაილზმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში.

საერთო ჯამში, 19 ოლიმპიური და მსოფლიო მედლით ბაილისი ამერიკელ ტანმოვარჯიშეებს შორის ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშეა. ამ მაჩვენებლით მან შენონ მილერს გადაუსწრო, რომელიც 7 ოლიმპიური და 9 მსოფლიო მედლით 1993 წლიდან ლიდერობდა ამერიკელთა შორის. რიოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბაილზი მეექვსე ქალი ტანმოვარჯიშე გახდა, რომელმაც ინდივიდუალურ „all-around“ ღონისძიებაში როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ოლიმპიურ თამაშებზეც ოქროს მედალი მოიპოვა. 4 ოლიმპიური ოქროს მედლით ბაილზმა ამერიკელ ქალ ტანმოვარჯიშეთა შორის რეკორდი დაამყარა ერთ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ტანმოვარჯიშედ.[4][5]

ბაილზმა პირველად ტანვარჯიშის მოძრაობების შესრულება 6 წლის ასაკში, საველე მოგზაურობის დროს სცადა. ინსტრუქტორებმა მას ტანვარჯიშში ვარჯიშის გაგრძელება ურჩიეს. ბაილზი მალე მართლაც ჩაირიცხა ბენონის ტანვარჯიშის სავარჯიშო პროგრამაზე.[6] 8 წლის ასაკიდან მან მწვრთნელ ეიმი ბურმანთან დაიწყო ვარჯიში.[7]

ბაილზის კარიერა 2011 წლის 1 ივლისს, ჰიუსტონში ჩატარებული ამერიკული კლასიკური ჩემპიონატით დაიწყო, სადაც მან „ბჯენითი რბენები“ და „balance beam“ ღონისძიებაში პირველი, „all-around“ ღონისძიებაში — მესამე, „floor exercise“ ღონისძიებაში — მეოთხე და „uneven bars“ ღონისძიებაში — მერვე ადგილები დაიკავა.[8] შემდეგი ჩემპიონატი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ბილსმა ილინოისში გამართულ აშშ-ის კლასიკურ ჩემპიონატზე „all-around“ ღონნისძიებაში მე-10, „balance beam“ და „floor exercise“ ღონისძიებებში კი, მეხუთე ადგილები დაიკავა.[9][10]

2012 წელს ბაილზი საჯარო სკოლიდან გამოვიდა, რამაც შესაძლებობა მისცა ვარჯიშის დრო კვირაში 20 საათიდან 32 საათამდე გაეზარდა. გაზრდილმა ვარჯიშის დრომ 2012 წლის სეზონში ბაილზის წარმატებას შეუწყო ხელი. Biles credited the increased training time with her improved success during the 2012 season.[6] 2012 წელს ჰანტსვილში, ტეხსასში გამართულ ამერიკულ კლასიკურ ჩემპიონატზე „all-around“ და „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებებში პირველი ადგილი, „floor exercise “ღონისძიებაში — მე-2, „balance beam“ ღონისძიებაში — მე-3, ხოლო „uneven bars“ ღონისძიებაში — მე-4 ადგილი დაიკავა.[11][12] კარგმა მაჩვენებლებმა ბაილსს შესაძლებლობა მისცა 2012 წლის აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნულ ჩემპიონატში მიეღო მონაწილეობა.[11] 2012 წლის ამერიკის კლასიკურ ჩემპიონატზე, ჩიკაგოში მან „all-around“ და „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებებში პირველი ადგილი დაიკავა, „floor exercise“ ღონისძიებაში — მე-2, ხოლო „balance beam“ ღონისძიებაში — მე-6. ივნისში სენტ ლუისში, მისურიში გამართულ ჩემპიონატზე „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში 1-ელი, „all-around“ ღონისძიებაში — მე-3, ხოლო „uneven bars“, „balance beam“ და „floor exercise“ ღონისძიებებში — მე-6 ადგილი დაიკავა.[13] ამ გამოსვლის შემდეგ ბაილზი აშშ-ის ტანვარჯიშის უმცროსთა ეროვნულ ნაკრებში აიყვანეს.

შეჯიბრების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი ღონისძიება Team all-around „ბჯენითი რბენები“ uneven bars balance beam floor exercise
2011ამერიკის კლასიკური ჩემპიონატი3ჩემპიონი8ჩემპიონი4
აშშ-ის ტანარჯიშის ეროვნული ჩემპიონატი147221012
აშშ-ის კლასიკური ჩემპიონატი2055
2012აშშ-ის კლასიკურიჩემპიონიჩემპიონი6ვერცხლის მფლობელი
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატი3ჩემპიონი666
წელი ღონისძიება Team all-around „ბჯენითი რბენები“ uneven bars balance beam floor exercise
2013ამერიკის თასივერცხლის მფლობელი
ქალაქ ჯესოლოს თასიჩემპიონიჩემპიონიჩემპიონიჩემპიონიჩემპიონი
USA-GER-ROM Tri-Meetჩემპიონივერცხლის მფლობელი
აშშ-ის კლასიკური ჩემპიონატი78
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატიჩემპიონივერცხლის მფლობელივერცხლის მფლობელივერცხლის მფლობელივერცხლის მფლობელი
მსოფლიო ჩემპიონატიჩემპიონივერცხლის მფლობელი43ჩემპიონი
2014აშშ-ის კლასიკური ჩემპიონატიჩემპიონიჩემპიონი4ჩემპიონიჩემპიონი
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატიჩემპიონიჩემპიონი4ვერცხლის მფლობელიჩემპიონი
მსოფლიო ჩემპიონატიჩემპიონიჩემპიონივერცხლის მფლობელიჩემპიონიჩემპიონი
2015ამერიკის თასიჩემპიონი
ქალაქ ჯესოლოს თასიჩემპიონიჩემპიონიჩემპიონიჩემპიონიჩემპიონი
აშშ-ის კლასიკური ჩემპიონატიჩემპიონიჩემპიონი4ჩემპიონიჩემპიონი
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატიჩემპიონიჩემპიონი5ჩემპიონივერცხლის მფლობელი
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატიჩემპიონიჩემპიონი3ჩემპიონიჩემპიონი
2016წყნარი ოკეანის ტანვარჯიშის ჩემპიონატიჩემპიონიჩემპიონი
აშშ-ის კლასიკური ჩემპიონატი5ჩემპიონი
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატიჩემპიონიჩემპიონი4ჩემპიონიჩემპიონი
ოლიმპიური ჩემპიონატიჩემპიონიჩემპიონი44ჩემპიონი
ოლიმპიური თამაშებიჩემპიონიჩემპიონიჩემპიონი3ჩემპიონი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. GymDivas.Us. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2010. ციტირების თარიღი: July 7, 2016.
  2. GymDivas.Us | Online Resource for Gymnasts in the United States. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 13, 2014. ციტირების თარიღი: July 7, 2016.
  3. Dillman, Lisa (August 27, 2016). „This young lady is light-years ahead of the competition“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: January 20, 2018.
  4. Wiedeman, Reeves (August 12, 2016). „Simone Biles Becomes the Greatest Gymnast of All-Time“. The New Yorker. ციტირების თარიღი: August 12, 2016.
  5. Minutaglio, Rose (August 16, 2016). „1984 Olympic Gold Medalist Mary Lou Retton Says Simone Biles 'Is The Greatest Gymnast Ever'. People Magazine. ციტირების თარიღი: August 16, 2016.
  6. 1 2 Meyers, Dvora (July 8, 2016). „Simone Biles: Mental Gymnastics“. Buzzfeed. ციტირების თარიღი: July 14, 2016.
  7. Park, Alice. „Simone Biles Is Taking Her Sport to New Heights“. TIME.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 31, 2019. ციტირების თარიღი: July 30, 2016.
  8. „McLaughlin, Skinner, Milliet win American Classic titles“. USA Gymnastics. July 2, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2016. ციტირების თარიღი: July 15, 2016.
  9. 2011 Cover Girl Classic Meet Results Women Competition I. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 16, 2016. ციტირების თარიღი: July 15, 2016.
  10. 2011 Cover Girl Classic Vault Rankings Women Competition I. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 16, 2016. ციტირების თარიღი: July 15, 2016.
  11. 1 2 „Winners Named at American Classic“. USA Gymnastics. May 6, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2016. ციტირების თარიღი: July 16, 2016.
  12. 2012 American Classic National Training Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 21, 2018. ციტირების თარიღი: July 16, 2016.
  13. Simone Biles. USA Gymnastics. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 28, 2021. ციტირების თარიღი: October 31, 2015.