სიზმარი წითელ კოშკში
სიზმარი წითელ კოშკში | |
---|---|
საერთო სათაური | 紅樓夢 |
ჟანრი | რომანი |
ავტორი | ცაო სიუეცინი |
მშობლიური ენა | ჩინური ენა |
დაწერილია | XVIII საუკუნეში |
გამოცემულია | გაო ეს მიერ |
„სიზმარი წითელ კოშკში“ — ჩინურ ენაზე არსებული ოთხი მეტად პოპულარული კლასიკური რომანიდან ერთ-ერთი. პირველი 80 თავი ეკუთვნის ცაო სიუეცინის კალამს და გამოქვეყნდა როგორც „ჩანაწერები ქვის შესახებ“ 1763 წელს. თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ, კერძოდ, 1791 წელს იგი გამოსცა გაო ემ, რომელმაც თავის დამხმარესთან ერთად გამოაქვეყნა კიდევ 40 თავი, რითაც დაასრულა რომანის სიუჟეტური ხაზი. მკვლევრები დაობენ იმის შესახებ, თუ რამდენად გამოხატავს დასკვნითი ნაწილი საკუთრივ ცაო სიუეცინის ჩანაფიქრს.
„სიზმარი წითელ კოშკში“ არის მრავალგეგმური თხრობა ძიას ოჯახის ორი შტოს დაცემის შესახებ. უფრო ადრინდელი ჩინური რომანებისგან განსხვავებით, „სიზმარი წითელ კოშკში“ გამოიყენება მკვეთრი სიუჟეტური ხაზი და მოხდენილი კომპოზიცია. იგი არის პირველი რომანი, სადაც მწერალი დეტალურად ააშკარავებს გმირთა განცდებსა და მათი ხასიათის შენაცვლებას. რომანში ნებით არის გადაადგილებული ავტობიოგრაფიული ყოფაცხოვრების აღწერის ელემენტები და გამონაგონები, ყოველდღიური მოვლენები მორიგეობენ ზებუნებრივ მოვლენებთან. „სიზმარი წითელ კოშკში“ უწმაწურობის გამო ჩინეთში არაერთხელ იყო აკრძალული.
„სიზმარი წითელ კოშკში“ დაწერილია არა კლასიკურ ჩინურ ენაზე, არამედ საყოფაცხოვრებოზე; ცაო გამოცდილი პოეტი იყო და კარგად იცოდა კლასიკური ჩინური, თუმცა ავტორის სიტყვა „სიზმარი წითელ კოშკში“ დაწერილია ნახევრადკლასიკურ სტილში, ხოლო დიალოგები — პეკინურ დიალექტზე. პეკინური დიალექტი საფუძვლად დაედო თანამედროვე სალიტერატურო ჩინურ ენა — პუტუნხუას და წიგნი XX საუკუნის დასაწყისში პუტუნხუას ლექსიკონის შესადგენად გამოიყენებოდა ლექსიკოგრაფების მიერ. გარდა ამისა, იგი გამოიყენებოდა ახალი ენის რეკლამისათვის.
რომანის სახელწოდება მომდინარეობს იდიომატური გამონათქვამისაგან „წითელი კოშკი“. იგი მრავალმნიშვნელობიანია. ერთ-ერთი მნიშვნელობაა სათავსი, სადაც მდიდარი ოჯახების ქალიშვილები ცხოვრობენ. სახელწოდების სხვა სავარაუდო წყაროა — სიზმარი, რომელსაც ბაოიუი ხედავს მეხუთე თავში. წიგნი ერთდროულად არის დაწერილი მეტაფიზიკურ და რეალისტურ სტილში, კომპოზიციის თავისებურებაა რეალობისა და გამონაგონის შერევა, რის გამოც რთულია მათი გაყოფა. „სიზმარი წითელ კოშკში“ მოიხსენიებოდა როგორც აღქმისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული რომანი მსოფლიო კულტურაში. რომანში მუდმივად განიხილება რეალობისა და სიმართლის ბუნების თემა.
XIX საუკუნის ბოლოს რომანის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ რეფორმატორი ლიან ციჩაო აკრიტიკებდა მას როგორც ქურდობისა და ავხორცობის პროვოკაციას. კულტურის რევოლუციის პერიოდში მეცნიერმა ხუ შიმ ტექსტოლოგიურ კრიტიკასთან ერთად გააშუქა რომანი ახალი თვალსაზრისიდან, ასე რომ იგი აღიარებული იყო როგორც ეროვნული კულტურის ფუნდამენტი. ხუმ შეისწავლა წიგნის ენა და აგრეთვე პეკინური დიალექტი, რომელსაც საფუძვლად დაედო სალიტერატურო ჩინურ ენას. 1920-იან წლებში აღმოცენდა მეცნიერება „ხუნსიუე“ ან „სიზმარი წითელ კოშკში“ შესწავლა, რომელიც წარმოადგენს ერთდროულად როგორც სამეცნიერო დისციპლინას ისე პოპულარულ ნაწარმოებს.