სიერა-ნევადა-დე-ლაგუნას-ბრავასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიერა-ნევადა-დე-ლაგუნას-ბრავასი ან უბრალოდ სიერა-ნევადა — ვულკანური კომპლექსი სამხრეთ ამერიკაში, არგენტინა-ჩილეს საზღვარზე. უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 6,127 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსის ზოგიერთი ნაწილი ჰოლოცენის პერიოდს განეკუთვნება და არგენტინის მხარეს მდებარეობს, ზოგიერთი კი აშკარად პლეისტოცენის ხანისაა. კომპექსი ანდების ერთ-ერთ ყველაზე მიუდგომელ ნაწილში მდებარეობს და იკავებს 225 კმ²-ს.

სიერა-ნევადას მწვერვალი მთამსვლელებმა პირველად 2000 წელს დაიპყრეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]