სიდნეი შელდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიდნეი შელდონი
დაბ. თარიღი 11 თებერვალი 1917(1917-02-11)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ჩიკაგო[1] [7] [8] [9]
გარდ. თარიღი 30 იანვარი 2007(2007-01-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] (89 წელი)
გარდ. ადგილი რანჩო-მირაჟი[1] [10] [11] [12]
დასაფლავებულია ვესტვუდის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი, რომანისტი, დრამატურგი, კინორეჟისორი[13] , მსახიობი[14] [15] [16] და ტელე პროდიუსერი[17] [18]
ენა ინგლისური ენა[2]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი
ჟანრი დრამა
ჯილდოები ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის
შვილ(ებ)ი Mary Sheldon
საიტი sidney-sheldon.tripod.com

სიდნეი შელდონი, სიდნი შეხტელი (ინგლ. Sidney Sheldon; დ. 11 თებერვალი, 1917, ილინოისი, ჩიკაგო — გ. 30 იანვარი, 2007, კალიფორნია) — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი, რომლის ნამდვილი სახელი სიდნი შეხტელია, 1917 წლის 11 თებერვალს ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში, ებრაელების ოჯახში დაიბადა.

მისი კარიერა 1937 წელს ჰოლივუდში დაიწყო, სადაც ფილმებისთვის სწერდა სცენარებს და თავის დროზე კომედიური სცენარისთვის „ოსკარიც“ მიიღო. 1941 წელს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურების შემდეგ შელდონი სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, ბროდვეის დადგმებისთვის მუსიკას წერდა და კინოსტუდიებისთვის სცენარებზე მუშაობასაც აგრძელებდა.

შელდონმა რომანების წერა გვიან დაიწყო. მისი პირველი ნაწარმოები - „ნიღაბჩამოხსნილი სახე“ 1970 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ავტორი 53 წლის იყო. ნაწარმოები ძალიან მალე იქცა ბესტსელერად. იმ დროისათვის სიდნეი ტელესერიალების წარმატებული პროდიუსერი და ცნობილი სცენარისტი იყო. საკუთარ სამწერლებო კრედოს იგი მოკლედ განსაღვრავდა: „მინდა, რომ მკითხველმა ჩემი ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს და გვერდზე არ გადადოს“. მისი წიგნების რეცეპტიც მარტივია: დეტექტიური ინტრიგა, სიმპათიური გმირები, მელოდრამული პასაჟები. ბესტსელერებად გცეული მისი დეტექტიური რომანები 180-ზე მეტ ქვეყანაში, 51 ენაზეა ნათარგმნი და მისი წიგნების ტირაჟები მილიონობით განისაზღვრება.

მწერალს სიცოცხლეშივე დიდი აღიარება ექვია, შელდონი 89 წლის ასაკში, 2007 წელს, კალიფორნიაში, თავის მდიდრულ რანჩოზე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 3, თბილისი, 2010.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11805340X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. http://ibdb.com/person.php?id=8678
  8. http://news.bbc.co.uk/2/hi/6315875.stm
  9. http://writersalmanac.publicradio.org/index.php?date=2004/02/11
  10. http://www.encyclopedia.com/doc/1G2-2506300153.html
  11. http://www.startribune.com/dynamic/mips_mobile_story.php?story=970849
  12. http://www.usatoday.com/life/people/2007-01-30-sidney-sheldon-obit_x.htm?POE=LIFISVA
  13. http://www.nytimes.com/movies/movie/86310/The-Buster-Keaton-Story/overview
  14. http://www.broadwayworld.com/article/Kelli-OHara-Judy-Kuhn-More-to-Join-Seth-Rudetsky-for-Book-Launch-1022-20141021
  15. http://www.broadwayworld.com/article/Seth-Rudetsky-to-Release-New-BROADWAY-DIARY-this-Fall-20140909
  16. http://www.listal.com/viewimage/270963
  17. http://www.dnaindia.com/report.asp?NewsID=1077232
  18. http://www.latimes.com/books/jacketcopy/la-et-jc-to-write-and-rest-in-peace-in-la-2014-005-photo.html