სიდნეი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიდნეი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი სიდნეი
მეტსახელი ლურჯი ცა
დაარსდა 1 ნოემბერი, 2004
სტადიონი სიდნეის ალიანს სტადიონი
სიდნეი, ავსტრალია
(ტევადობა: 45,500 მაყურებელი)
პრეზიდენტი რუსეთის დროშა დევიდ ტრაქტოვენკო
მწვრთნელი ავსტრალიის დროშა გრეჰემ არნოლდი
კაპიტანი ავსტრალიის დროშა ალექს ბროსკი
ლიგა A-ლიგა
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

სიდნეი (ინგლ. Sydney Football Club) — ავსტრალიური საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა 2004 წლის 1 ნოემბერს. ამჟამად ასპარეზობს ავსტრალიის უმაღლეს A-ლიგაში. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად ავსტრალიაში. დაარსებიდან მან მალევე ორჯერ მოახერხა გამხდარიყო ავსტრალიის A-ლიგის ჩემპიონი 2006 და 2010 წლებში და 2010 წელს ავსტრალიის სუპერთასის მფლობელი. სიდნეი რჩება ერთადერთ კლუბად ავსტრალიაში რომელსაც მოგებული აქვს OFC ოკეანიის ლიგა 2005 წელს და ორჯერ აქვს მოგებული აზიის ჩემპიონთა ლიგა AFC 2007 და 2010 წლებში. ასევე ფიფას მსოფლიო კლუბთა თასი 2010 წელს.

კლუბის საშინაო არენაა სიდნეის ალიანს სტადიონი იგივე სიდნეის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და იმდენად მაღალტექნოლოგიური და გრანდიოზულია, რომ თანამედროვე მსოფლიო საოცრებებს შორისაც მოიაზრებენ. იტევს 45.500 ადამიანს. იგი არის მრავალფუნქციური გამოყენების სტადიონი. მასზე ტარდება როგორც სარაგბო ჩემპიონატებიც ასევე ოლიმპიური სპორტის სახეობებიც. კლუბის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი შედგა 2012 წელს როდესაც ავსტრალიურ კლუბში გადავიდა იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო, რომელიც A-ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ავსტრალია ავსტრალია ივან ნეჩევსკი
2 მცველი ავსტრალია ავსტრალია სებასტიან რიალი
3 მცველი ავსტრალია ავსტრალია საშა ოგნენოვსკი
4 მცველი ავსტრალია ავსტრალია პეჯ ბოიიჩი
5 მცველი ავსტრალია ავსტრალია მეთიუ იურმანი
6 მცველი სერბეთი სერბეთი ნიკოლა პეტკოვიჩი
7 თავდამსხმელი ავსტრალია ავსტრალია კორი გამერო
8 ნახევარმცველი სერბეთი სერბეთი მილოშ დიმიტრიევიჩი
9 თავდამსხმელი ავსტრალია ავსტრალია შეინ სმელცი
11 თავდამსხმელი ავსტრალია ავსტრალია ბერნი იბინი-ისეი
12 ნახევარმცველი ავსტრალია ავსტრალია ჰაჯი გლიგორი
13 ნახევარმცველი ავსტრალია ავსტრალია კრის ნაუმოფი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
14 თავდამსხმელი ავსტრალია ავსტრალია ალექს ბროსკი
16 მცველი ავსტრალია ავსტრალია ალექს გერსბახი
17 ნახევარმცველი ავსტრალია ავსტრალია ტერი ანტონისი
18 ნახევარმცველი ავსტრალია ავსტრალია პიტერ ტრიანტისი
19 ნახევარმცველი ავსტრალია ავსტრალია ნიკ კარლი
20 მეკარე ავსტრალია ავსტრალია ვედრან იანეტოვიჩი
21 თავდამსხმელი ავსტრია ავსტრია მარკ იანკო
22 ნახევარმცველი ერაყი ერაყი ალი აბასი
23 ნახევარმცველი ავსტრალია ავსტრალია რიან გრანტი
26 მცველი სენეგალი სენეგალი ჟაკ ფატი
27 ნახევარმცველი სენეგალი სენეგალი მიკაელ ტავარესი
28 ნახევარმცველი ავსტრალია ავსტრალია მაქს ბურგესი
30 მეკარე ავსტრალია ავსტრალია ენტონი ბოუზანისი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]