სიდნეი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი სიდნეი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ლურჯი ცა | |||
დაარსდა | 1 ნოემბერი, 2004 | |||
სტადიონი |
სიდნეის ალიანს სტადიონი სიდნეი, ავსტრალია (ტევადობა: 45,500 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | დევიდ ტრაქტოვენკო | |||
მწვრთნელი | გრეჰემ არნოლდი | |||
კაპიტანი | ალექს ბროსკი | |||
ლიგა | A-ლიგა | |||
|
სიდნეი (ინგლ. Sydney Football Club) — ავსტრალიური საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა 2004 წლის 1 ნოემბერს. ამჟამად ასპარეზობს ავსტრალიის უმაღლეს A-ლიგაში. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად ავსტრალიაში. დაარსებიდან მან მალევე ორჯერ მოახერხა გამხდარიყო ავსტრალიის A-ლიგის ჩემპიონი 2006 და 2010 წლებში და 2010 წელს ავსტრალიის სუპერთასის მფლობელი. სიდნეი რჩება ერთადერთ კლუბად ავსტრალიაში რომელსაც მოგებული აქვს OFC ოკეანიის ლიგა 2005 წელს და ორჯერ აქვს მოგებული აზიის ჩემპიონთა ლიგა AFC 2007 და 2010 წლებში. ასევე ფიფას მსოფლიო კლუბთა თასი 2010 წელს.
კლუბის საშინაო არენაა სიდნეის ალიანს სტადიონი იგივე სიდნეის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და იმდენად მაღალტექნოლოგიური და გრანდიოზულია, რომ თანამედროვე მსოფლიო საოცრებებს შორისაც მოიაზრებენ. იტევს 45.500 ადამიანს. იგი არის მრავალფუნქციური გამოყენების სტადიონი. მასზე ტარდება როგორც სარაგბო ჩემპიონატებიც ასევე ოლიმპიური სპორტის სახეობებიც. კლუბის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი შედგა 2012 წელს როდესაც ავსტრალიურ კლუბში გადავიდა იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო, რომელიც A-ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- A-ლიგა (2): 2005–06, 2009–10
- ოკეანიის თასი (1): 2005
- აზიის ჩემპიონთა ლიგა (2): 2007, 2011
- ფიფას მსოფლიო საკლუბო თასი (1): 2005
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიდნეის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-02-05 საიტზე Wayback Machine.