სერგო მაზმიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგო მაზმიშვილი
დაბ. თარიღი 1934
გარდ. თარიღი 2006[1]
მოქალაქეობა  საქართველო
საქართველოს სსრ
საქმიანობა ინჟინერი, პედაგოგი, მეცნიერი და ქიმიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების მედალი და ღირსების ორდენი

სერგო მაზმიშვილი (დ. 1934 — გ. 2006) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.

მუშაობა დაიწყო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში „შავი ლითონების მეტალურგიის“ კათედრაზე ასისტენტად. მისი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობა მთლიანად პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უკავშირდება. 1961-1969 წლებში რაზმის მომზადებისა და გადამუშვების პრობლემური ლაბორატორიის მთავარი ინჟინერი. 1969-1972 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და „შავი ლითონების მეტალურგიის“ კათედრის დოცენტი. 1972-1974 წლებში აღნიშნული ლაბორატორიის სექტორის გამგე. 1977 წლიდან გარდაცვალებამდე — ლაბორატორიის ხელმძღვანელი და კათედრის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები სამხრეთ საქართველოში არსებული მანგანუმის საბადოს ირგვლივ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღირსების ორდენი
  • ღირსების მედალი
  • გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. თბ., 2012, გვ. 103

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00016909/