სერგო ევლახიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სერგო ევლახიშვილი
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი, 1872
თბილისი
გარდ. თარიღი 23 ნოემბერი, 1946
ეროვნება ქართველი
განათლება მოსკოვის კონსერვატორია
ალმა-მატერი თბილისი გიმნაზია

სერგო ევლახიშვილი (დ. 10 ნოემბერი, 1872 — გ. 23 ნოემბერი, 1946, თბილისი) — ანტრეპრენიორი, საოპერო მომღერალი, ბარიტონი, მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მწერლის ოჯახში. მუსიკა დედამ შეაყვარა. I ვაჟთა გიმნაზია დაამთავრა თბილისში. სწავლისას მონაწილეობდა კონცერტებში და სოლოპარტიებს ასრულებდა. მუსიკალური განათლების მიღება მოსკოვის კონსერვატორიაში დაიწყო, სადაც 1891 წლიდან ვოკალურ ხელოვნებას პროფ. ტალიაბუესთან ეუფლებოდა. შემდეგ სწავლა მილანში - პროფესორ ვიდალთან განაგრძო და დაასრულა. 1897 წლიდან ფსევდონიმით „ბრიუნეტი“ იტალიის ქალაქებში საოპერო კარიერას იწყებს. ბარიტონის პარტიებს ასრულებდა ოპერებში: „ტრუბადური“, „ერნანი“, „ფაუსტი“ და სხვ. 1898 წ-ის ზამთარში პერმში (რუსეთი) იმღერა. 1899 წლიდან გამოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში და მნიშვნელოვან პარტიებს ასრულებდა. 1900 იტალიაში - ტოსკანის, 1902-1903 წლებში - თბილისის, 1905-1906 წლებში კი დონის ანტრეპრიზაში მღეროდა. 1909-1910 წლებში ა. ეიჰენვალდთან, 1913-1914 წლებში კი ივანე ფალიაშვილთან თანამშრომლობდა.

1914-1915 წლების სეზონიდან თბილისის ოპერის თეატრის ანტრეპრიზას ჩაუდგა სათავეში. კარგი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა და საუკეთესო შემსრულებლებს მოუყარა თავი. მისი დირექტორობის დროს დამოუკიდებელ საქართველოში 1918-1920 წლების სეზონებში იდგმება პირველი ქართული ოპერები. 1919 (ზოგიერთი ცნობით კი 1918) წელს ინიშნება თბილისის ოპერის თეატრის დირექტორად. 1921 წელს აირჩიეს თეატრისა და დასის მეთაურად. აღნიშნულ თანამდებობაზე 1928 წლამდე დარჩა. 1925 წელს იუბილე გადაუხადეს. ოპერის თეატრში მოღვაწეობას სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეჟავა ზ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 134, თბ., 2018 წელი.
  • შ. კაშმაძე, „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“, გამომცემლობა ხელოვნება, თბ.,

1950; ს. ი. ევლახოვის იუბილე, „ხელოვნება“, 1925, №5;

  • A. e. Театр и Искусство. С. И. Евлахов, გაზ. «Заря Востока“, 08. 02. 1925, №799; Анте, Театр и Искусство, Госопера, გაზ. «Заря Востока“, 1925, №800;
  • „С. И. Евлахов“, გაზ. „Заря Востока“, 1946. №237.