შინაარსზე გადასვლა

სერგი მდივანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერგი მდივანი (დ. 1903 — გ. 1936) — ქართველი ბიზნესმენი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგის მამა — ზაქარია მდივანი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ-მაიორი და დემოკრატიული საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, დედა — კი პოლონეთის აჯანყების დროს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალი, ნახევრად ქართველი ელისაბედ სობოლევსკა იყო. ზაქარია მდივანსა და ელისაბედს 1903 წელს შეეძინათ უფროსი შვილი სერგი. ზაქარიამ მას კარგი განათლება მისცა პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში. 1931 წელს 27 აპრილს სერგიმ ცოლად ოპერის მომღერალი მერი მაკკორმაკი შეირთო, თუმცა ეს ქორწინება 1933 წელს ხმაურიანი განქორწინებით დასრულდა.

1936 წელს სერგი მდივანმა ცოლად ყოფილი რძალი უმდიდრესი ლუიზა ასტორ ვან ალენი შეირთო. სერგის გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა ვერსიაა. ერთი ვერსიით ქორწინებიდან ერთი თვის თავზე პოლოს თამაშისას, ხოლო ხოლო მეორე ვერსიით ფლორიდაში ფილმის გადაღებისას ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქუთათელაძე, ზურაბ. სერჟ მდივანი (1903-1936) // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. გვ.117.
  • მახარაძე, ირაკლი. მდივნების ოჯახი // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. თბ., 2011. გვ.108-117.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]