სერგეი კაპიცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგეი კაპიცა
Sergey Kapitsa.jpg
დაბ. თარიღი 14 თებერვალი 1928(1928-02-14)[1]
დაბ. ადგილი კემბრიჯი[2]
გარდ. თარიღი 14 აგვისტო 2012(2012-08-14)[1][3] (84 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი[4]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი ცაგი
ალმა-მატერი მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ღირსების ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი და კალინგის პრემია
Sergei Kapitsa ვიკისაწყობში

სერგეი პეტრეს ძე კაპიცა (რუს. Серге́й Петро́вич Капи́ца; დ. 14 თებერვალი 1928, კემბრიჯი — გ. 14 აგვისტო 2012, მოსკოვი) — რუსი და საბჭოთა მეცნიერი, ტელეწამყვანი, ჟურნალ „მეცნირების სამყაროში“ («რუს. В мире науки») მთავარი რედაქტორი[5].

სერგეი კაპიცა მიეკუთვნებოდა რუსი მეცნიერების დინასტიას. მისი მამა, პეტრე კაპიცა, იყო ნობელის პრემიის ლაურეატი; ბაბუა, ალექსეი კრილოვი, რუსი მათემატიკოსი და გემთმშენებელი. სერგეი ასევე იყო გამოჩენილი ფრანგი ბიოქიმიკოსის, ვ. ანრისა და ცნობილი გეოგრაფის, იერონიმ სტებნიცკის შვილიშვილი და ანდრეი კაპიცას უფროსი ძმა. [6].

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პეტრე კაპიცას სახელობის ფიზიკის პრობლემების ინსტიტუტის მთავარი სამეცნიერო თანამშრომელი, პროფესორი, 4 წიგნის, ათობით სტატიის, 14 გამოგონებისა და 1 აღმოჩენის ავტორი. დედამიწის მოსახლეობის ჰიპერბოლური ზრდის ფენომენოლოგიური მათემატიკური მოდელის შემქმნელი. პირველმა დაასაბუთა და დაამტკიცა დედამიწის მოსახლეობის ჰიპერბოლური ზრდა 1 ს. ჩვ. წ.-მდე. კლიოდინამიკის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ევრაზიის ფიზიკური საზოგადოების, ევროპის მეცნიერებათა აკადემის, რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრი, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების საბჭოსა და რომის კლუბის წევრი. ევრაზიის ტელევიზიისა და რადიოს აკადემიის საპატიო პრეზიდენტი. დაჯილდოებულია რუსეთის პატივის ორდენით (2006)[7]. კალინგის პრემიისა (იუნესკო) და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.[8]. ტელეგადაცემა «რუს. Очевидное — невероятное»-ს მრავალწლიანი წამყვანი. პაგუოშის მოძრაობის საბჭოს წევრი 1987—1997 წლებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #136002935 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. Record #136002935 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 10 2014:
  3. Умер Сергей КапицаGazeta.ru. შემოწმებული აგვისტო 15 2012:
  4. Record #136002935 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 30 2014:
  5. ჟურნალი «В мире науки» (Scientific American-ის რუსული ვერსია)
  6. Сергею Петровичу Капице — 80 лет. Штрихи биографии
  7. Указ Президента Российской Федерации от 27 ноября 2006 г. № 1315
  8. Постановление Правительства Российской Федерации от 20 августа 2003 г. № 508