პეტრე კაპიცა
პეტრე ლეონიდეს ძე კაპიცა (რუს. Капица, Пётр Леонидович; დ. 8 ივლისი [ ძვ. სტ. 26 ივნისი] 1894, კრონშტადტი — გ. 8 აპრილი 1984, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). ნობელის პრემიის ლაურეატი. 1957 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. 1924-1932 წლებში კევენდიშის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე 1930-1934 წლებში მონდის სახელობის ლაბორატორიის დირექტორი კემბრიჯში 1935-1946 წლებში და 1955 წლიდან — დირექტორი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტისა, რომელიც თვითონ ჩამოაყალიბა.
დაიბადა სამხედრო ინჟინრის ოჯახში. მამამისი — ლეონიდე კაპიცა გენერალი იყო, ხოლო დედამისი — ოლგა სტებნიცკაია პედაგოგი. ოლგა სტებნიცკაია (კაპიცა) იყო რუსი გეოდეზისტის იერონიმ სტებნიცკის შვილი, რომელიც XIX საუკუნის კავკასიის მთავარ კარტოგრაფად და გეოდეზისტად გვევლინებოდა.
პეტრე კაპიცა პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების (1918) შემდეგ მუშაობდა იქვე. 1921 წელს სამეცნიერო მივლინებით წარგზავნილი იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც გამოკვლევებს ატარებდა ერნესტ რეზერფორდის ხელმძღვანელობით.
1928 წელს პეტრე კაპიცამ აღმოაჩინა ძლიერ მაგნიტურ ველში მრავალი ლითონის ელექტრული წინაღობის წრფივი დამოკიდებულება ველის დაძაბულობაზე (კაპიცას კანონი). 1939 წელს დაამუშავა ჰაერის გათხევადების ახალი მეთოდი (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941), რომელსაც იყენებენ დიდი რაოდენობით თხევადი ჟანგბადის მისაღებად. 1938 წელს აღმოაჩინა თხევადი ჰელიუმის ზედენადობის მოვლენა (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943, ნობელის პრემია, 1978).
სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი (1959). 1955 წლიდან „ჟურნალ ეკსპერიმენტალნოი ი ტეორეტიჩესკოი ფიზიკის“ მთავარი რედაქტორი. პაგუოშის მოძრაობის საბჭოთა ეროვნული კომიტეტის, ლონდონის სამეფო საზოგადოების (1929), აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის (1946), დანიის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის (1946), შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის (1966), პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის (1963) და მრავალი სხვა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი.
ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1945, 1974). დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Электроника больших мощностей, М.,1962: Жизнь для науки, М., 1965;
- Теория, эксперимент, практика, М., 1966;
- Физические задачи, М., 1972;
- Collected papers, v. 1—3, Oxf., 1964—67.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 387.
- Академик Петр Леонидович Капица (к 60-летию со дня рождения), «Журнал экспериментальной и теоретической физики », 1954, т. 27, в. 3
- Алексеевский Н. Е., Петр Леонидович Капица (к 70-летию со дня рождения), «Успехи физических наук», 1964, т. 83, в. 4 (приведена библ. работ К.)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Kojevnikov A. Pyotr Leonidovich Kapitsa - SOVIET PHYSICIST — 2018.
- ↑ 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France Petr Leonidovič Kapica (1894-1984) — 2011.
- ↑ This Month in Physics History - January 1938: Discovery of Superfluidity — American Physical Society, 2006.
- ↑ Papers of Piotr Leonidovich Kapitza
- ↑ Cambridge University - EDUCATIONAL INSTITUTION — 2002.
- ↑ Born in 1894 — 2002.
- ↑ Pyotr Leonidovich Kapitza — 2009.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ KNAW Past Members
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Yudina A. Prominent Russians: Pyotr Kapitsa — RT.
- ↑ Pyotr Kapitsa – Facts // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ Browne M. BALL LIGHTNING NOW SEEMS MORE FACT THAN FICTION // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1981. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Pyotr Kapitsa — 2002.
- ↑ http://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/10402659.2012.732498
- ↑ http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/00335637009383023
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Гельтман Д. В. История неполучения заслуженной учёной степени: Документы о попытке присуждения Н.В. Тимофееву-Ресовскому учёной степени доктора биологических наук без защиты диссертации в 1957 г., The Story of Non-awarding of the Deserved Degree: Documents on the Attempt to Award a Doctor of Science Degree in Biology without Defense of a Thesis to N.V. Timofeyeff-Resovskii in 1957 // Историко-биологические исследования — 2018. — Т. 10, вып. 3. — С. 89–108. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24411/2076-8176-2018-11968
- ↑ https://odyssee.univ-amu.fr/files/original/2/1010/RP-53499_Livret-etudiant_1954-1955.pdf
- ↑ Le général de Gaulle à la séance solennelle de rentrée de l'Université de Paris / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 1945. — P. 4. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ Большая золотая медаль РАН имени М.В.Ломоносова — რუსეთის მეცნიერებათა აკადემია.
- ↑ https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/ernest-rutherford-medal-and-prize-recipients
- ↑ The Nobel Prize in Physics 1978 // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ The Nobel Prize amounts // nobelprize.org — Nobel Foundation.
- დაბადებული 8 ივლისი
- დაბადებული 1894
- გარდაცვლილი 8 აპრილი
- გარდაცვლილი 1984
- მოსკოვში გარდაცვლილები
- მოსკოვის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- შრომის ვეტერანის მედლით დაჯილდოებულები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში
- რუსი ფიზიკოსები