სემიპალატინსკის პოლიგონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სემიპალატინსკის რეგიონის რუკა
ქალაქი კურჩატოვი. სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონის ცენტრი

სემიპალატინსკის პოლიგონი — ერთ–ერთი უმძლავრესი საცდელი ბირთვული პოლიგონი სსრკ– ში.

ოფიციალური სახელწოდება: მე–2 სახელმწიფო ცენტრალური საცდელი პოლიგონი.

სემიპალატინსკის საცდელი პოლიგონის ტერიტორიაზე მდებარეობს დაცული ობიექტი, სადაც ადრე ინახებოდა ყველაზე თანამედროვე ბირთვული იარაღი. ასეთი ობიექტი მსოფლიოში სულ ოთხია.

1996—2012 წლებში პოლიგონზე საერთაშორისო ატომური ორგანიზაციის მაგატეს გაუფრთხილებლად აქ წარმოებდა ყაზახეთის, რუსეთის, და აშშ–ს ერთობლივი საიდუმლო ოპერაცია.

გეოგრაფიული ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურჩატოვის სქემა

პოლიგონი მდებარეობს ყაზახეთში – სემიპალატინსკის (ძველად აღმოსავლეთ–ყაზახეთის), პავლოდარისა და ყარაგანდის ოლქების საზღვარზე, სემიპალატინსკიდან ჩრდილო–დასავლეთით 130 კმ. მდინარე ირტიშის მარცხენა მხარეს.

პოლიგონს უკავია 18500 კმ². მის ტერიტორიაზე მდებარეობს დახურული ქალაქი კურჩატოვი, რომელიც საბჭოთა ფიზიკოს იგორ კურჩატოვის სახელს ატარებს. ადრე ის მოიხსენიებოდა, როგორც მოსკოვი–400, ნაპირი, სემიპალატინსკი–21, ბოლო სადგური. გეოგრაფიულ რუკებზე ეს ადგილი, როგორც წესი, აღნიშნულია როგორც „საბოლოო“ (სადგურის სახელის მიხედვით) ან როგორც "მოლდარი" (ქ. კურჩატოვის შემადგენლობაში შესული სოფელი).

ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის 1996 წლის № 172 от 07.02. გადაწყვეტილებით, ყოფილი სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონის საცდელი მიწები გადავიდა ყარაგანდის, პავლოდარისა და აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქების ხელში. დაზიანებული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 304000 კვ.კმ–ს. ბირთვული აფეთქებების შედეგად მრავალი კრატერია წარმოქმნილი.

პოლიგონის შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიკოს კურჩატოვის ძეგლი პოლიგონის ცენტრალური შტაბის ფონზე
აკადემიკოს კურჩატოვის ძეგლი პოლიგონის ცენტრალური შტაბის ფონზე

ბირთვული იარაღის პირველი გამოცდა საბჭოთა კავშირში გაიმართა 1949 წლის 29 აგვისტოს. ბომბის სიმძლავრე შეადგენდა იყო 22 კილოტონას. პოლიგონის შექმნა ატომური პროექტის ნაწილი იყო და როგორც აღმოჩნდა, არჩევანი ძალიან კარგად გაკეთდა, რადგან რელიეფი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებების ჩატარების კარგ საშუალებას იძლეოდა შახტებსა და ჭაბურღილებში.

უკვე 1953 წლის 12 აგვისტოს პოლიგონზე გამოიცადა 400 კილოტონა სიმძლავრის РДС-6с თერმობირთვული მუხტი. აფეთქება მოხდა ჰაერში დაბალ სიმაღლეზე , 30 მ. ზემოთ. აფეთქების შედეგი, ძალიან მძიმედ დაბინძურებული რადიოაქტიური პროდუქტები გადაიტანეს ნაგავსაყრელზე, რომლის დამაზიანებელი ზემოქმედება დღესაც გრძელდება ზოგან მცირე დოზებით.

1955 წლის 22 ნოემბერს გამოიცადა თერმობირთვული ბომბი RDS-37 დაახლოებით 2 კმ–ის სიმაღლეზე ჰაერში.

1961 წლის 11 ოქტომბერს მოხდა სსრკ–ში პირველი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება.

მას შემდეგ, რაც 1963 წლის 10 ოქტომბერს ქ. მოსკოვში სსრკ–ს, აშშ–ს და დიდი ბრიტანეთს შორის ძალაში შევიდა ბირთვული იარაღის (ჰაერში, კოსმოსსა და წყალში) გამოცდის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულება, ხდებოდა მხოლოდ მიწისქვეშა აფეთქებები.

1949–1989 წ.წ. ჩატარდა არანაკლებ 468 ბირთვული გამოცდა. აფეთქდა მინიმუმ 616 ბირთვული და თერმობირთვული მოწყობილობა, მათ შორის, 125 ატმოსფერული (26 სახმელეთო, საჰაერო 91, 8 სიმაღლის) 343 ბირთვული მიწისქვეშა გამოცდა (მათ შორის 215 შახტში და 128 ჭაბურღილში). ჩატარდა ათეულობით ჰიდრობირთვული და ჰიდროდინამიკური გამოცდები (ე.წ. „НЦР“ - არასრული ჯაჭვური რეაქცია). სემიპალატინსკში ბირთვული გამოცდის პერიოდში იარაღის სიმძლავრის საერთო მოცულობა 1949–1963წ.წ. 2500 ჯერ მეტია ჰიროსიმაში ჩამოვარდნილ ატომურ ბომბთან შედარებით. პოლიგონის საზღვრებს გასცდა 55 საჰაერო და სახმელეთო აფეთქებების რადიოაქტიური ღრუბელი და 169 მიწისქვეშა გამოცდების გაზის აირი. ამ 224 აფეთქების შედეგად მოხდა ყაზახეთის ტერიტორიის მთელი ღმოსავლეთი ნაწილის რადიოაქტიური დაბინძურება.

1989 წელს, ცნობილმა ყაზახმა საზოგადო მოღვაწემ ოლჟას სულეიმენოვმა დააარსა მოძრაობა ნევადა – სემიპალატინსკი, რომელიც აერთიანებს ბირთვული აფეთქებების მსხვერპლთ მსოფლიოში.

1989 წლიდან ბირთვული გამოცდები აღარ ტარდება.

1996–2012 (განსაკუთრებით, 2012 წელს) ყაზახეთის, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩატარებულ იქნა საიდუმლო ოპერაცია ადგილზე გაფანტული ბირთვული მასალის მოძებნისა და შეგროვებისათვის. მოძიებული იქნა დაახლოებით 200 კგ პლუტონიუმი. ასევე, აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად და გამოსაცდელად. ამ ოპერაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იყო მაგატესათვის გასაიდუმლოებული. სამუშაოებში გადახდილი იქნა 150 მლნ. ამერიკული დოლარი, სამუშაოების ნაწილი დაფინანსდა ნანა–ლუგარას პროგრამის ფარგლებში (ერთობლივი საფრთხეების შემცირების პროგრამა). პოლიგონი პრაქტიკულად არ იყო დაცული და ჰიპოთეზურად, მასზე შეგროვილი პლუტონიუმი, შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო ბირთვული ტერორის აქებისათვის ან გადასცემოდა მესამე სამყაროს ქვეყნებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად. მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობდა დეგელენის მთიანი მასივის რაიონში, რომელსაც პროგრამის მონაწილეთა მიერ პირობითად დაერქვა სახელწოდება „პლუტონიუმის მთა“.

საცდელი ველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირთვულ საცდელ პოლიგონზე წარმოქმნილი კრატერი ყაზახეთში

პოლიგონის საცდელი ველი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად:

  • პ–1: პოლიგონი, რომელზეც გამოიცადა პირველი საბჭოთა ბომბი, შემდეგში, წყალბადის ბომბი. ის გამოყენებული იყო, აგრეთვე, რამდენიმე სხვა მიწისზედა გამოცდისათვის.
  • პ–2: პოლიგონი მიწისზედა ბირთვული გამოცდებისათვის.
  • პ–3: პოლიგონი მცირე და საშუალო სიმძლავრის საჰაერო ბირთვული გამოცდებისათვის.
  • პ–5: პოლიგონი დიდი სიმძლავრის საჰაერო ბირთვული ბომბების გამოცდისათვის.
  • პ–7: პოლიგონი მცირე სიმძლავრის ახლო სეისმური ზემოქმედების ბირთვული აფეთქებისათვის.

თანამედროვე სახე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1991 წლის 29 აგვისტოს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სემიპალატინსკის ბირთვული საცდელი პოლიგონი დაიხურა. ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი შეასრულა ანტიბირთვულმა სახალხო მოძრაობამ ნევადა – სემიპალატინსკი და მისმა ლიდერმა, ოლჟას სულეიმენოვმა.
  • 1992 წელს ყაზახეთმა, უკვე როგორც, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ლისაბონის ხელშეკრულებას, რომელშიც დააფიქსირა თავისი მოვალეობა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.
  • 1992 წლის 18 დეკემბერს ყაზახეთის რესპუბლიკამ მიიღო კანონი „სემიპალატინსკის ბირთვულ საცდელ პოლიგონზე ბირთვული ცდებისაგან დაზარალებული მოქალაქეების სოციალური დაცვის შესახებ“.
  • 1993 წლის დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრის დირექტივის თანახმად, სემიპალატინსკის პოლიგონი (ოფიციალურად მე–2 სახელმწიგო ცენტრალური სცდელი პოლიგონი) დაიშალა.
  • 1993 წელს ყაზახეთი დსთ–დან ერთ–ერთი პირველი შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ხოლო, 1994 წლის დეკემბერში მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების მიერ ხელმოწერილი იქნა მემორანდუმი ყაზახეთის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
  • 1994 წელს დასრულებულ იქნა მთელი ბირთვული იარაღის გატანა ყაზახეთის ტერიტორიიდან.
  • 1995 წელს სემიპალატინსკის ყოფილ პოლიგონზე განადგურდა უკანასკნელი ბირთვული მუხტი.
  • 1996 წელს ყაზახეთი გახდა ყოვლისმომცველი ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე.
  • 1997 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ბირთვული გამოცდებით დაზარალებული ყაზახეთის რეგიონების დახმარების აღმოჩენის შესახებ.
  • 2000 წელს დაინგრა სემიპალატინსკის პოლიგონზე უკანასკნელი გვირაბი ბირთვული გამოცდებისათვის.
  • ყაზახეთი უკრაინასა და ბელარუსთან ერთად წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც ნებაყოფლობით უარყო ბირთვული იარაღი (ლისაბონის ხელშეკრულება).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]