სელენიახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელენიახი
რუს. Селеннях
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სახა (იაკუტია)
სათავე ჩერსკის მთაგრეხილი
69°28′40″ ჩ. გ. 137°40′34″ ა. გ. / 69.47778° ჩ. გ. 137.67611° ა. გ. / 69.47778; 137.67611
შესართავი ინდიგირკა
67°50′41″ ჩ. გ. 144°54′51″ ა. გ. / 67.84472° ჩ. გ. 144.91417° ა. გ. / 67.84472; 144.91417
სიგრძე 796 კმ
აუზის ფართობი 30,8 ათ. კმ²
მდინარის სისტემა ინდიგირკააღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 180 მ³/წმ
სელენიახი — რუსეთი
სელენიახი
სელენიახი
— სათავე, — შესართავი

სელენიახი[1] (რუს. Селеннях) — მდინარე რუსეთში, იაკუტიაში (სახაში); მდ. ინდიგირკის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 796 კმ, აუზის ფართობი 30,8 ათ. კმ². სათავეს იღებს ჩერსკის მთაგრეხილის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მიედინება მომა-სელენიახის ღრმულში და აბიის დაბლობზე. მდინარის აუზში მრავალი ტბაა. უპირატესად იკვებება წვიმის წყლით. წყლის საშუალო ხარჯი შესართავში 180 მ³/წმ. იყინება ოქტომბრის დასაწყისში, ლღვება მაისის ბოლოს. ზამთარში გვხვდება მინაყინები.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 184.
  2. Селеннях // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 22 — М., 1975.