სეკა გადიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სეკა გადიევი

სეკა ქუცირის ძე გადიათი (გადიევი) (ოს. Гӕдиаты Куыцырийы фырт Секъа) (დ. 1855 ან 1857, სოფ. განისი, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპ., — გ. 21 ივლისი, 1915, ვლადიკავკაზი) — ოსი მწერალი, ოსური პროზის ფუძემდებელი.

მსახურობდა მეფსალმუნედ გუდოს ეკლესიაში, შემდეგ — ჩრდილოეთ ოსეთის სოფლებში. 1912 წლიდან ცხოვრობდა ვლადიკავკაზში. 1905 წელს გამოაქვეყნა ლექსებისა და იგავების პირველი წიგნი. წერდა მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს. ასახავდა გლეხთა ცხოვრებას („ნუგზარ არაგვის ერისთავი“ და სხვ.). მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა ქართულმა ლიტერატურამ და კოსტა ხეთაგუროვმა. ქართულად დაუწერია ლექსი „ბულბული“.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლექსები. მოთხრობები. არაკები (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1985.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 531.
  • Гадиев, Сека Куцриевич // Краткая литературная энциклопедия / Гл. ред. А. А. Сурков. — М. : Советская энциклопедия, 1962—1978.