სევანის წვერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სევანის წვერა — წარმოადგენს კობრისებრთა ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან და ძველ გვარის წარმომადგენელს. მისი სახეობების უმეტესობა მტკნარ წყალში ბინადრობს და თითქმის მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. სევანის წვერა სომხეთისთვის ენდემურ ჯიშს წარმოადგენს. იგი შეტანილია სომხეთის წითელ წიგნში და შეფასებულია როგორც „დაუცველ“ სახეობად სომხეთში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული ინდივიდი გვხვდება სევანის ტბაში, ასევე იქვე მდებარე მდინარეებში. ცხოვრობს სევანის ტბის არაღრმა ადგილებში დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე, ბუდობს ხვრელებში 30 მეტრის სიღრმეში.

სევანის წვერას სიგრძე ჩვეულებრივ აღწევს 15-დან 18 სმ-მდე და ზოგჯერ 30 სმ-მდეც კი გვხვდება.

სხვა წვერის ინდივიდებისგან განსხვავებით ამ ტიპს აქვს ცილინდრული სხეული, ქვედა და ლაყბური პირი. სხეულის ზოგადი ფერი არის მოყვითალო-ნაცრისფერი, მხრების ფერი არის რუხი. ასევე გვხვდება ყვითელი, მწვანე ფერისა და ოქროსფერი ელფერით. წვერას მუცელი თეთრი ფერის აქვს. მას უამრავი მცირე ზომის ლაქები აქვს მთლიანად სხეულზე. სხეული წაგრძელებულია. მდედრი უფრო დიდი გამოიყურება მუცლის გამო. ქვირითობის დროს კი მამრის ფერი უფრო კაშკაშა და მკვეთრი ხდება ვიდრე ჩვეულებრივ დროს.

წარსულში საკმაოდ მრავალ სახეობას კომერციული ღირებულება ჰქონდა. თევზჭერის მხრივ, წლიურად ეს ინდივიდი არ აღემატებოდა 20-25 ტონას. დღეს (2010 წლის მონაცემებით) თავკომბალების მარაგი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ძირითადი საშიშროება ტბის გამოშრობა. ასევე სევანის ტბაში წყლის დონის დაქვეითება, ძირითადი მდინარეების დაბინძურება, წყლის რესურსების გამოყენება სარწყავი წყლის წარმოებისთვის და ბრაკონიერობა. სწორედ ამ მიზეზების გამო, დღეისათვის ეს სახეობა საკმაოდ შემცირებულია.

1981 წლიდან ტბაზე თევზაობა აკრძალულია. ტერიტორია დაცულია და მიეკუთვნება სევანის ეროვნულ პარკს. სომხეთის წითელი წიგნის შემდგენლების აზრით, მნიშვნელოვანია თევზის ბუნებრივი გამრავლება, კონტროლის განხორციელება, ხელოვნური რეპროდუქციული მეთოდების შემუშავება და მკაცრი ზომების გატარება სევანის წვერის დასაცავად.

ამ თევზის სახეობას, ასევე მოიხსენიებენ ბარბელებად, რადგან მათ ორი წყვილი ულვაში აქვთ: ერთი პირის ღრუში, მეორე კი ზედა ყბის ნაწილში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Բ. Գաբրիելյան (Б. Габриелян). Սևանի բեղլու (Севанский кохак) армянский, английский. Հայաստանի Կարմիր գիրք (Красная книга Армении). ციტირების თარიღი: 2015-11-12.