სევანის ნახევარკუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
{{{სახელი}}}
კოორდინატები: 38°20′30″ ჩ. გ. 43°03′07″ ა. გ. / 38.34167° ჩ. გ. 43.05194° ა. გ. / 38.34167; 43.05194
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
ფართობი 0,95 კმ²
აკვატორია სევანის ტბა


სევანის ნახევარკუნძული (სომხ. Սևանի թերակղզի), მანამდე ცნობილი როგორც სევანის კუნძული (სომხ. Սևանի կղզի) — ნახევარკუნძული სომხეთში, სევანი ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. თავდაპირველად წარმოადგენდა კუნძულს. თუმცა საბჭოთა კავშირის პერიოდში წყლის დონემ დაახლოებით 20 მეტრით დაიწია, რამაც კუნძული ნახევარკუნძულად აქცია. ახლადშექმნილი ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე სომეხ მწერალთა კავშირის სასტუმრო აშენდა. აღმოსავლეთი სანაპირო სომხეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციამ დაიკავა. ჩრდილოეთი ნაწილი სასულიერო სემინარიამ დაიკავა. ნახევარკუნძულზე IX საუკუნით დათარიღებული სევანის მონასტერიც მდებარეობს. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია ტურისტებისათვის. სევანის ნახევარკუნძულის 1.47 ჰა. პლაჟს უკავია. დღეს ნახევარკუნძულის ფართობი 0,95 კმ²-ია, თუმცა ის ინტენსიურად იზრდება წყლის,დონის დაწევის ხარჯზე.[1][2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარკუნძულის პანორამული ხედი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]