სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო კოდექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო კოდექსი (შემოით, FSS კოდექსი ინგლ. FSS Code; ასევე ცნობილი, როგორც საერთაშორისო კოდექსი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შესახებ; ინგლ. International Code for Fire Safety Systems) ― საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს ხომალდებზე ხანძრის რისკების შემცირებასა და საგანგებო სიტუაციებისას სათანადო რეაგირების ხელშეწყობას.[1] კოდექსის კომპონენტების ნაწილი XX საუკუნეში სამგზავრო ხომალდებზე მომხდარი კატასტროფების შემდეგ შემუშავდა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MS Scandinavian Star (კატასტროფის შემდეგ, რის შედეგადაც 59 მგზავრი დაიბადა). კატასტროფის შემდეგ FSS კოდექსი კიდევ ერთხელ გადაიხედა

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შესახებ საერთაშორისო კოდექსის ნაწილია:[2]

  • International Shore Connection ― განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს გემი პორტებსა და სანაპიროს, რათა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მასთან ბრძოლა შეიძლებოდეს.
  • პერსონალური დაცვა ― ხანძართან ბრძოლისთვის საჭირო ტანსაცმელი და სასუნთქი მოწყობილობები
  • ცეცხლის ჩაქრობასთან დაკავშირებით:
    • ცეცხლმაქრები
    • პორტატული ცეცხლმაქრების მახასიათებლები
    • ფიქსირებული აირის ცეცხლმაქრი სისტემები
    • ფიქსირებული ქაფის ცეცხლმაქრი სისტემები
    • ფიქსირებული წყლის წნევისა და წყლის სპრეის სისტემები
    • ავტომატური ხანძრის დადგენისა და სახანძრო განგაშის სისტემები
    • ფიქსირებული საგანგებო სახანძრო ტუმბოები
    • ფიქსირებული საგემბანე ქაფის სისტემები
    • ინერტული აირის სისტემა
  • ხანძრის დადგენისა და სახანძრო განგაშის სისტემები
  • კვამლის აღმომჩენი სისტემები
  • გემის ქვემო ნაწილის სახანძრო სისტემები
  • გემის დატოვების საშუალებები

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო კოდექსი ეტაპობრივად განვითარდა:[3]

  • 1914 და 1929 წლების SOLAS კონვენციები, რომლებიც ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ მიიღეს.
  • 1948 და 1960 წლების SOLAS კონვენციები, რომლებიც 1934 წელს Morro Castle-ის კატასტროფის შემდეგ მიიღეს.
  • საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ, რომელიც 1974 წლის 1-ელ ნოემბერს მიიღეს და სახანძრო სისტემებს მეორე თავი ფარავდა.
  • 1981 წლის ვარიანტი, რომელშიც მეორე თავი გადაიხედა.
  • 1990 წელს MS Scandinavian Star-ის კატასტროფა, რის შემდეგაც SOLAS კონვენციის მეორე თავის დამატება (სამგზავრო ხომალდების სახანძრო უსაფრთხოების მახასიათებლები) ლონდონში, 1992 წლის 10 აპრილს მიიღეს.[4]
  • სახანძრო სატესტო პროცედურების გამოყენების საერთაშორისო კოდექსი, რომელიც 1996 წლის 5 დეკემბერს, ლონდონში მიიღეს.
  • საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუცია MSC.327(90): სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო კოდექსის დამატებები, ლონდონი, 25 მაისი, 2012.[5]
  • საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუცია MSC.339(91): სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო კოდექსის დამატებები, ლონდონი, 30 ნოემბერი, 2012.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brief History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 2 July 2017.
  2. What is Fire Safety System (FSS) Code on Ships? (24 February 2011). ციტირების თარიღი: 2 July 2017.
  3. History of fire protection requirements. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 2 July 2017.
  4. Amendments to Chapter II-2 of the International Convention for the Safety of Life at Sea of 1 November 1974 (Fire Safety Measures for Existing Passenger Ships) (London, 10 April 1992) [1994 ATS 45]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 2 July 2017.
  5. 2012 Amendments to the International Code for Fire Safety Systems (FSS Code) IMO Resolution MSC.327(90) (London, 25 May 2012) - [2014 ATS 27]. ციტირების თარიღი: 2 July 2017.
  6. 2012 Amendments to the International Code for Fire Safety Systems (FSS Code) IMO Resolution MSC.339(91) (London, 30 November 2012) - [2014 ATS 24]. ციტირების თარიღი: 2 July 2017.