სახავეთ მამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახავეთ მამედოვი
აზერ. Səxavət Məmmədov

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 ოქტომბერი, 1953
დაბ. ადგილი გიულაბლი
წარმოშობა გიულაბლი, აღდამის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 30 სექტემბერი, 1991 (37 წლის)
გარდ. ადგილი აზერბაიჯანი
დასაფლავებულია გიულაბლი
ჟანრ(ებ)ი მუღამი
საქმიანობა მომღერალი, ჰანენდე
აქტიური 1976—1991

სახავეთ ამირხან ოღლი მამედოვი (აზერ. Səxavət Əmirxan oğlu Məmmədov; 23 ოქტომბერი, 1953, გიულაბლი — გ. 30 სექტემბერი, 1991) — აზერბაიჯანელი მომღერალი (ჰანენდე).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1953 წლის 23 ოქტომბერს, სოფელ გიულაბლიში, აღდამის რაიონში.[1] 1971 წელს ჩააბარა ასაფა ზეინალის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. 1983-1988 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში. 1991 წლის 30 სექტემბერს ავტოკატასტორფაში დაიღუპა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წლიდან იყო სახალხო-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ჰუმაიუნ“-ის სოლისტი. 1988 წელს გამოვიდა სახავეთ მამედოვის პირველი ფირფიტა. 1989 წელს მის მიერ იყო ორგანიზებული ანსამბლი „ყარაბაღი“. სახავეთ მამედოვს ხშირად უწოდებენ „აზერბაიჯანის ოქროს ხმას“[2] და „ყარაბაღის ბულბულს“.[2][3] აზერბაიჯანის ხელოვნებაში მისმა შესრულებულმა მუღამებმა სამუდამოდ დატოვეს თავიანთი კვალი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]