საძელისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საძელისი — ისტორიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარე ალგეთის მარცხენა შენაკადის ამლევისწყლის აღმოსავლეთით, ახლანდელი სოფელ ამლევიდან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) 2 კმ-ის დაშორებით. ადგილის სახელწოდება „საძელისი“ მოდის მონასტრის სახელიდან. შემორჩენილია მაცხოვრის ეკლესია (სიგრძე 10,5 მ, სიგანე 5,5 მ, სიმაღლე 6 მ). ვარაუდით, აგებულია XII საუკუნეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]