საშინელი სამსჯავროს წიგნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საშინელი სამსჯავროს წიგნი

საშინელი სამსჯავროს წიგნიინგლისში უილიამ I დამპყრობელის ინიციატივით 1086 წელს ჩატარებული საყოველთაო საადგილმამულო აღწერა. საშინელი სამსჯავროს წიგნში დაწვრილებით იყო აღნიშნული რომელი მამულები ეკუთვნოდა ყველა საგრაფოში მეფეს, სასულიერო და საერო სენიორებს, რამდენი იყო ამ მამულში ვილანი, სერვი, თავისუფალი გლეხი. საშინელი სამსჯავროს წიგნი ფეოდალური ევროპის სოციალ-ეკონომიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ინგლისის გლეხობის იურიდიული სტატუსის ფიქსაციით საშინელი სამსჯავროს წიგნმა გლეხთა მდგომარეობის გაუარესება და მანამდე თავისუფალი გლეხების ყმა გლეხებად გადაქცევა განაპირობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]