საყლაპავი მილის დაცობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყლაპავი მილის დაცობა (ლათ. Opturatio Oesophagia) ჩვეულებრივ ხდება კარტოფილით, ჭარხლითა და სხვა უცხო სხეულებით.

კლინიკური ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადების სიმპტომები ჩნედება უეცრად, ცხოველი წყეტს საკვების მიღებას, წუხს, ხშირად აკეთებს ყლაპვით მოძრაობას, თავს წინ და ძირს სწევს. პირიდან გადმოდის ქაფიანი ნერწყვი, ვინაიდან ცხოველს უწყდება ცოხნა და ამობოყინება, მას უვითარდება ფაშვის ტიმპანია. მუცელზე ირტყამს უკანა კიდურებს. ჩნდება ქოშინი, გულმკერდის ტიპის სუნთქვა და ზოგჯერ ლორწოვანი გარსების ციანოზი. თუ დაცობა კისრის ნაწილშია, დათვალიერებით და პალპაციით მარცხენა მხარეს, საუღლე ვენის არხის არეში გარდა შესამჩნევი შემსივნების, შეიგრძნობა მკვრივი უცხო სხეული. საყლაპავი მილის გულმკერდის ნაწულის დაცობას ადგენენ ანდგენე ან ზონდის შეყვანით ან რენტგენული გამოკვლევით (საკონსტრანსტო მასის გამოყენებით).

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმართულია უცხო სხეულის სწრაფი ამოღებისაკენ, წინასწარ საყლაპავ მილში შეგვაქვს 150-200 გ. ვაზელინის ზეთი ან ლორწოვანი გამონახარში, ხოლო საყლაპავი მილის კრუნჩხვით შეკუმშვები უნდა მოვხსნათ გოგირდმჟავა-ატროპინის, პლატიფილინის კანქვეშ შეშხაპუნებით ან ვენაში ქლორანჰიდრირატის შეყვანით. ამის შემდეგ საჭიროა შევეცადოთ საყლაპავ მილში დაცობილი უცხო სხეული ამოვიღოთ ხახიდან, საუღლე ვენის ღარის არეში (ქვევიდან ზემო მიმართულებით )მასაჟით, თუ უცხო სხეულის ამოღება ხახიდა არ ხერხდება ან უცხო სხეული გჩერებული გულმკერდის ქვედა ნაწილში, იგი უნდა ჩავაგდოთ ფაშვში ზონდის საშუალებით. ცხოველზე მანიპულაციების (ხელისა და ზონდის შეყვანა) დაწყებამდე იგი კარგად უნდა დაფიქსირდეს და გაუკეთდეს პირსაღები. იმ შემთხვევაში თუ ჩატარებულმა ხერხებმა დადებითი შედეგი არ გამოიღო, მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას. იმი გამო, რომ ფაშვში განვითარებული მეტეორიზმი ქმნის ასფიქსის საშიშროებას, ფაშვს ხვრეტენ ტროაკარით და შიგ რამდენიმე საათით ტოვებენ ჰილზას.