საყდრისფერდი
საყდრისფერდი— არქეოლოგიური ძეგლი სოფელ გლდანის ჩრდილოეთით, გლდანისხევის მრჯვენა ნაპირზე, ადგილ საყდრისფერდში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელ რკინისა და ფეოდალური ხანით. ძეგლი დაზიანებულია. ნამოსახლარი შედგება ნასახლარისა და სამროვანისაგან.
ნასახლარზე გამოვლინდა ნახშიროვან-ნარცოვანი მძლავრი კულტურული ფენა. აიკრიფა თიხის ჭურჭლის ნატეხები.
სამაროვანზე დადასტურდა ქვაყუთები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირემაშვილი შ. გოძიაშვილი ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 274.