საყდრივაკის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყდრივაკის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, მდინარე საკირისწყლის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ ტერასაზე. აქ საცხოვრებელი, თუ სამეურნეო ნაგებობანი საერთო გალავნითაა გარშემორტყმული. დარბაზული საყდრის სახურავი ჩაქცეულია საცხოვრებელი მოზრდილი ოთხკუთხა შენობები და ხაროებია შემორჩენილი.

ეკლესიას შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს. საყდრივაკის ლავგანდარის ქვები, რომელიც ამჟამად ჩამოვარდნილია და ტაძრის სიახლოვეს არის განთავსებული, შესრულებულია ორი სავედრებელი წარწერა:

ვიკიციტატა
„ქრისტე შეიწყალე შ¯პ“
ვიკიციტატა
„ქრისტე შეიწყალე შ¯შ“

პირველ წარწერას დ. ბერძენიშვილი ვერ ხსნის, რაც შეეხება მეორე წარწერას, აქ კითხულობს სახელს „შაშიას“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 75-76