საღირას ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საღირას ციხე — არქიტექტურული ძეგლი ართვინის პროვინციის არტანუჯის რაიონში.

შესწავლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საღირას ციხე მეექვსე სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში მოინახულა პროექტ „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე სიმაგრეების“ ექსპედიციამ. მოინახულეს ციხის მიდამოები, დააფიქსირეს ციხის იმ დროინდელი მდგომარეობა, გადაიღეს ციხის ფოტო-სურათები და პანორამები.

ტოპონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საისტორიო წყაროებში სოფლის უძველესი მოხსენიება ფიქსირდება 1572 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარში“, რომელშიც იხსენიება სოფელი საღირსა. რუსულ ხუთვერსიან რუკებზე, რომელიც ცარისტული რუსეთის მმართველობის დროს შეიქმნა, ორივე ეს სოფელი იხსენიება, როგორც საგარა და საკარია. რაც შეეხეა ტოპონიმ „საღირას“. იგი საკუთარი სახელიდან არის ნაწარმოები. სახელი „საღირა“ და მისგან ნაწარმოები გვარები საკმაოდ პოპულარული იყო გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში.

ისტორიული გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საღირას ციხეს არტანუჯის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება ევალებოდა. შესაბამისად, მისი მშენებლობა მაშინ გახდა აქტუალური, როდესაც პოლიტიკური ცენტრი არტანუჯი გახდა. ლოკალური მნიშვნელობა ციხე-სიმაგრეს, უპირველესყოვლისა, ტანძოთისწყლის ხეობისთვის აქვს. საღირას ციხე ფეოდალური ეპოქის პირმშოა. ის ზემოდან გადაჰყურებს მთელს ხეობას, მის შემოსასვლელს, ხეობიდან გასასვლელს, ირგვლივ არსებულ სივრცეს.

ციხის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე-სიმაგრის ფართობის გათვალისწინებით, იგი მიეკუთვნება ტაო-კლარჯეთის დიდ საფორტოფიკაციო ნაგებობათა კატეგორიას. საღირას ციხესთან მიახლოებისას პირველი, რაც თვალში გვხვდება ესაა მრავალრიცხოვანი ქვების გროვა. გალავნის კედლები დღეისთვის გამქრალია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9