საქართველოს სსრ ჟურნალისტთა კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სსრ ჟურნალისტთა კავშირი — საქართველოს სსრ პერიოდულ გამოცემათა (გაზეთები, ჟურნალები), ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის, საინფორმაციო სააგენტოს, გამომცემლობათა, აგრეთვე შესაბამისი საკავშირო ორგანოებისა და უწყებების რესპუბლიკურიგანყოფილებების პროფესიონალი მუშაკების ნებაყოფლობითი შემოქმედებითი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა 1959 წელს, როგორც სსრკ ჟურნალისტთა კავშირის რესპუბლიკური ორგანიზაცია.

კავშირის მთავარი მიზანი იყო ხელი შეეწყო საქართველოს ჟურნალისტთა აქტიურ მონაწილეობისათვის კომუნისტური მშენებლობის საქმეში, მათი იდეურ-თეორიული დონის ამაღლებასა და პროფესიულ დაოსტატებას.

უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო იყო რესპუბლიკის ყრილობა, რომელსაც წელიწადში ერთხელ იწვევდნენ. ყრილობათა კავშირის მოღვაწეობას ხელმძღვანელობდა გამგეობა, შემოქმედებით და ორგანიზაციულ მუშაობას - სამდივნო. ქალაქებსა და რაიონებში შექმნილი იყო რეგიონალური განყოფილებები, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ ჟურნალისტთა კავშირი, აჭარის ასსრ ჟურნალისტთა კავშირი და სამხრეთ ოსეთის აო ჟურნალისტთა ორგანიზაცია.

1980 წლის 1 იანვარს კავშირში 2 ათასამდე წევრს ითვლიდა. თბილისში ჰქონდა ჟურნალისტთა სახლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]