საქართველოს სსრ ატლასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„საქართველოს სსრ ატლასი“ — საქართველოს პირველი ეროვნული ატლასი, რომელიც გამოიცა 1964 წელს ქართულ და რუსულ ენებზე. შედგენილია ეროვნული ატლასებისათვის იმ დროს შემუშავებული სტანდარტების დაცვით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ქვეყნის წამყვან მეცნიერთა მონაწილეობით. ატლასის შედგენას ხელმძღვანელობდა ალექსანდრე ასლანიკაშვილი, რომელიც მონაწილეობდა სტოკჰოლმის კონგრესზე წარდგენილი დოკუმენტის მომზადებაში.[1] ატლასის სამეცნიერო რედაქტორი იყო ალექსანდრე ჯავახიშვილი. ატლასის მაღალი მეცნიერული დონე სათანადოდ დაფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ და 1971 წელს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერებს ალექსანდრე ჯავახიშვილს, თეოფანე დავითაიას, ალექსანდრე ასლანიკაშვილს, გიორგი გველესიანს, მიტროფანე კორძახიას, ლევ ვლადიმიროვს, ვახტანგ ჯაოშვილს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭათ.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, ახალი სერია, I (XIX). თბილისი, 2018, გვ. 71
  2. ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი : [50 წლისთავი]. თბილისი, 1984, გვ. 37