საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

Flag of the Georgian Soviet Socialist Republic (1951–1990).svg

მიღებულია

1951 წლის 11 აპრილს

გაუქმებულია

1990 წლის 14 ნოემბერს

პროპორცია

1:2

კომპიუტერული
დიზაინი

მართკუთხედის ფორმის წითელი ქსოვილის ზედა მარცხენა კუთხეში ტართან გამოსახულია ცისფერი კვადრატი, რომლის შუაგულშიც წრეა, წრეში კი ნამგალი და ურო, მათ თავზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი. წრიდან კვადრატის გვერდებს 24 სხივი ეფინება. ნამგალი, ურო, ვარსკვლავი და სხივები წითელი ფერისაა. კვადრატის მარჯვენა გვერდის შუაგულიდან დროშას მთელ სიგრძეზე გასდევს ცისფერი ზოლი.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლო (გერბსა და ჰიმნთან ერთად). საბჭოური დროშა საქართველოში გამოიყენებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან (1921 წ.) 1990 წლამდე. ამ პერიოდში მან რამდენიმე ცვლილება განიცადა. თავდაპირველ ვარიანტებში ის წარმოადგენდა წითელ მართკუთხა ქსოვილს, რომელზეც საქართველოს სსრ-ის სახელი იყო აღბეჭდილი. საბოლოო ვერსია დამტკიცდა 1951 წლის 11 აპრილს. ის განსხავდებოდა წინა ვარიანტებისაგან, მაგრამ ძირითადი ნაწილი — წითელი ფონი უცვლელი დარჩა. დროშაზე გამოსახული იყო ძირითადი საბჭოური სიმბოლოები — ნამგალი, ურო და ხუთქიმიანი ვარსკვლავი. დროშა გააუქმა პირველი დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეულმა საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს და აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]