საფიე ალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფიე ალი

დაიბადაSafiye Ali
2 თებერვალი 1894
სტამბოლი ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა5 ივლისი, 1952 (58 წლის)
დორტმუნდი გერმანიის დროშა გერმანია
პროფესიაექიმი
ცნობილიათურქეთის პირველი ქალი ექიმი
განათლება სტამბოლის კერძო ამერიკული რობერტის კოლეჯი

საფიე ალი (თურქ. Safiye Ali; დ. 2 თებერვალი 1894, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 5 ივლისი 1952, დორტმუნდი, გერმანია) — თურქი ექიმი. თურქეთის რესპუბლიკის პირველი ქალი ექიმი და პირველი სამედიცინო ქალი-განმანათლებელი. მუშაობდა ბავშვთა და ქალთა ჯანმრთელობის სფეროში.

გარდა იმისა, რომ პროფესიულ საქმიანობაში იყო აქტიური, მან ასევე მონაწილეობა მიიღო სტამბოლში არსებულ ფემინისტურ მოძრაობაში, რომელიც იბრძოდა თურქეთის ქალთა უფლებების დასაცავად არჩევნებში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფია ალი დაიბადა 1894 წლის 2 თებერვალს სტამბოლში. მამამისი, აბდულაზიზის და აბდულჰამიდ II-ის მრჩეველი ალი ქირათ ფაშაა, ხოლო დედა შეიულჰარემ ჰაჯი ემინ ფაშას ქალიშვილი ემინე ჰასენე ჰანიმია. საფიე, ოთხი ქალიშვილისგან ყველაზე უმცროსია.[2]

მისი ოჯახი, ოსმალეთის იმპერიის დროს, სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის ცნობილია. ბაბუამისი ჰაჯი ემინ ფაშა 17 წელი მექაში ცხოვრობდა, სადაც დღემდე აქტიური ხუთი ფონდი დააარსა.[2] საფიემ მამა ახალგაზრდა ასაკში დაკარგა, ამიტომ ის ბაბუასთან გაიზარდა.

1916 წელს დაამთავრა სტამბოლის გოგოთა ამერიკული კოლეჯი.[3] კოლეჯში სწავლის დროს გადაწყვიტა, რომ გახდეს ექიმი.

1923 წლის ივნისში, მეუღლესთან ერთად გახსნა თავისი ამბულატორია, სადაც ქალთა და ბავშთა ჰანმრთელობაზე ზრუნავდა. ასევე, სტამბოლის ამერიკულ კოლეჯში გოგოებისთვის გინეკოლოგიას ასწავლიდა.

ამავე პერიოდში შეუერთდა ფემინისტურ მოძრაობას და გახდა თურქეთის ქალთა კავშირის სანიტარული კომისიის თავმჯდომარე, რომელიც იბრძოდა პროსტიტუციას.[2]

კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, დატოვა თურქეთი და გადავიდა გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეძლებისდაგვარად აგრძელებდა თავის სამუშაოს. 1952 წლის 5 ივლისს, 58 წლის ასაკში, დორტმუნდში გარდაიცვალა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]