საულოხთიყაუს მეორე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საულოხთიყაუს მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ საულოხთიყაუში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი გეგმით კვადრატს უახლოვდება. შემორჩენილია ოთხი სართული. პირველი სართული ამოვსებულია ქვით, მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. ყველა კედელში დატანებულია სათოფურები.

კოშკს ჩრდილოეთიდან ჰქონია მინაშენი, რომლის მცირე ფრაგმენტები იკითხება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004