სატვირთო ვაგონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სატვირთო ვაგონივაგონის ტიპი, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც უნივერსალური (დახურული, ნახევარვაგონი, პლატფორმა, ცისტერნა, იზოთერმული და სხვა), ისე სპეციალური (გონდოლა, ტრანსპორტიორი, ცემენტის, ფქვილის, ბიტუმის, ცოცხალი თევზის, რძის, ღვინის, სპირტის გადასაზიდი ვაგონები და სხვა).

დახურული ვაგონებით ზიდავენ ძვირადღირებულ და ისეთ ტვირთს, რომელსაც სჭირდება ატმოსფერული ზემოქმედებისაგან დაცვა. გავრცელებულია 60 და 62 ტვირთამწეობის 4-ღერძიანი დახურული ვაგონები. საწარმოო ტრანსპორტის სატვირთო ვაგონებს მიაკუთვნებენ დუმპკარს, წიდასაზიდს, ვაგონეტს და სხვა. საწარმოო ვაგონების უმრავლესობა ვიწროლიანდიანია. სატვირთო ვაგონების ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრებია: ტვირთამწეობა, ღერძების რაოდენობა, კუთრი ფართობი (ვაგონის იატაკის სასარგებლო ფართობის შეფარდება ტვირთამწეობასთან) და ხაზოვანი ზომები.

ყველა ტიპის ვაგონის ძირითადი ელემენტებია (კვანძები): სავალი ნაწილი, ძარა, დარტყმა-წევის ხელსაწყოები და მუხრუჭი. ძარას საყრდენია სავალი ნაწილი, რომელიც ვაგონს მიმართავს რკინიგზის რელსებზე. ამასთან, საჭირო სიჩქარის განვითარებისას უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას, მდორე სვლას, მოძრაობისადმი უმცირეს წინაღობას. სავალი ნაწილი შესდგება წყვილთვლების, ბუქსების, რესორული საკიდრისა და მთი შემაერთებელი ძელებისა და ჩარჩოსაგან. ძარას ფუძე ჩარჩოა, რომელზეც მიმაგრებულია დარტყმა-წევის ხელსაწყოები და სამუხრუჭო მოწყობილობის ნაწილი. ავტოგადასაბმელის დანიშნულებაა ვაგონების გადაბმა და გრძივი ძალვების ამორტიზაცია, მუხრუჭებისა კი — ვაგონის ან მატარებლის მოძრაობის სიჩქარის რეგულირება და გაჩერება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]