სასიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასიქი
სასიქი
სასიქი
კოორდინატები: 45°11′26″ ჩ. გ. 33°30′24″ ა. გ. / 45.19056° ჩ. გ. 33.50667° ა. გ. / 45.19056; 33.50667
მდებარეობა უკრაინის დროშა უკრაინა
სიმაღლე ზღვის დონიდან - 0,6 
ფართობი 75 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 1,2 
სასიქი — უკრაინა
სასიქი

სასიქი (უკრ. Сасик, Сасик-Сиваш) — მარილიანი ტბა უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. განფენილია ქალაქებს ევპატორიასა და საკის შორის. ფართობი 75,3 კმ². მაქსიმალური სიღრმე 1,2 მ. მდებარეობს შავი ზღვის დონიდან 0,6 მ-ით დაბლა. ზღვიდან გამოყოფილია ნაყარით, რომლის სიგანე 0,9–1,7 კმ აღწევს. ტბა ძირითადად იკვებება მიწისქვეშა წყაროებითა და ნაყარს შორის გამავალი ზღვის წყლით. ტბის ფართობი ზაფხულში შესამჩნევად მცირდება, ამასთანავე მატულობს მარილიანობა. ტბა სამკურნალოა და გამოიყენება რეკრეაციისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: