სარჩელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარჩელი, უფლების დაცვის პროცესუალური საშუალება. ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია კანონით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს, არბიტრაჟს, სამედიატორო სასამართლოს დარღვეული ან სადავო უფლების, ანდა კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სასამართლო ვალდებულია მიიღოს და განიხილოს სარჩელი სასარჩელო განცხადების მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრულ შემთხვევებში, მაგ., თუ განცხადება არ წარმოადგენს სასამართლო ორგანოების განხილვის საგანს; თუ მოსარჩელემ არ დაიცვა ამ კატეგორიის საქმეებისათვის კანონით დადგენილი დავის სასამართლოს გარეშე წინაწარი გადაწყვეტის წესი; თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოსგადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის მიღების ან მხარეთა მორიგეობის დამტკიცების შესახებ გამოტანილ დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის; თუ განცხადება შეიტანა არაქმედუნარუიანმა პირმა (საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 132).

სასარჩელო განცხადება წერილობით ფორმდება და მასში აღნიშნული უნდა იყოს სასამართლოს (არბიტრაჟის) დასახელება, რომელშიაც შეაქვთ განცხადება, მოსარჩლისა და მოპასუხის დასახელება, მათი საცხოვრებელი ადგილი (თუ მოსარჩლე იურიდიული პირია - მისი სამყოფელი ადგილი), გარემოებანი, რომელთაც ემყარება მოსარჩლის მოთხოვნა, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, მოსარჩლის მოთხოვნა, სარჩელის ფასი და იმ საბუთების ნუსხა, რომლებიც ერთვის სარჩელს.

მოსარჩელეს უფლება აქვს შეცვალოს სარცელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა ან უარი თქვას სარჩელზე.