სარიტათის მეორე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარიტათის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ სარიტათაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. შემორჩა მხოლოდ სამი-ოთხი სართულის დონე. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილი დანგრეულია. კარი არ ჩანს. ინტერიერში სართულებს შუა შეინიშნება ხის კოჭის ბუდეები. კოშკის გარშემო მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004