სარა ვონი
სარა ვონი | |
---|---|
ვონი, 1946 წელს | |
დაბადების სახელი | სარა ლუის ვონი |
დაბადების თარიღი |
27 მარტი, 1924 ნიუარკი, ნიუ-ჯერსი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
3 აპრილი, 1990 (66 წლის) კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 1942-1990 |
სარა ლუის ვონი (ინგლ. Sarah Lois Vaughan; დ. 27 მარტი, 1924 — გ. 3 აპრილი, 1990) — ამერიკელი ჯაზ მომღერალი.
მოგებული აქვს 4 გრემის ჯილდო, 1989 წელს მიიღო „NEA“ ჯაზის ჯილდო, კრიტიკოსი სკოტ იანოვი წერდა, რომ მას „მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ხმა“ ჰქონდა.[1]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარა ვონი 1924 წლის 27 მარტს დაიბადა ნიუარკში, ნიუ-ჯერსიში, აშშ-ში. ვონის მამა, ჯეიკ ვონი დაკავებული იყო ვაჭრობით, თუმცა პარალელურად უკრავდა გიტარასა და პიანინოზე. ხოლო დედამისი ადა ვონი, ეკლესიის გუნდში მღეროდა.[2][3] ვონი თავის ოჯახთან ერთად მთელი ბავშვობის განმავლობაში ნიუარკში სწავლობდა. მამამისი ჯეიკი, რელიგიური პიროვნება იყო, სარა ოჯახთან ერთად ხშირად დადიოდა ბაპტისტურ ეკლესიაში. 7 წლის ასაკში მან პიანინოს შესწავლა დაიწყო, მღეროდა ეკლესიის გუნდებში, მოგვიანებით კი უკრავდა პიანინოზე.
1930-იან წლებში იგი ხშირად ხედავდა ადგილობრივ და ტურისტულ მუსიკალურ ჯგუფებს. თინეიჯერობის ასაკში მან არალეგარულად დაიწყო ღამის კლუბებში შემსრულებლად მუშაობა.
ვონი ნიუარკში „აღმოსავლეთ მხარის უმაღლეს სკოლა“-ში სწავლობდა, შემდეგ კი სასწავლებლად „ნიუარკის უმაღლეს სკოლა“-ში გადავიდა, თუმცა მოგვიანებით სწავლა შეწყვიტა, რათა მუსიკაზე უფრო მეტი კონცენტრაცია მოეხდინა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარა ვონი ჯორჯ ტრიდვილზე 1946 წელს დაქორწინდა, თუმცა მათი ურთიერთობა 1958 წელს განქორწინებით დასრულდა. 1958 წლიდან 1961 წლამდე სარა ვონი ქორწინებაში კლაიდ ეტკინსთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო 1978 წლიდან 1981 წლამდე ვეიმონ რიდთან. ვონიმ 1961 წელს გოგონა, დებრა ლუისი შვილად აიყვანა, რადგან მას ბავშების ყოლა არ შეეძლო. დებრა 1980-იან და 1990-იან წლებში მსახიობობდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Yanow, Scott. Sarah Vaughan. ციტირების თარიღი: 27 September 2018.
- ↑ Gates, Henry Louis (5 February 2002) The African-American Century: How Black Americans Have Shaped Our Country. Simon and Schuster.
- ↑ Gourse, Leslie (5 August 2009). Sassy: The Life Of Sarah Vaughan. Da Capo Press. ISBN 978-0-7867-5114-3.