სარაჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარაჯი — მეომაგირე, უნაგირისა და მისი მოსამართავის დამამზადებელი ხელოსანი.

თვითონ უნაგირი მრავალი ნაჭრისაგან შედგებოდა, კეხი კი ცალკე მზადდებოდა ხისაგან. უზანგს და ლაგამს მოსევადებულ ვერცხლს უკეთებდნენ. უნაგირის ტყავი ფაბრიკული წარმოშობის იყო (ეგრეთ წოდებული „შიგრინის ტყავი“). მოსართავის ღვედის ტყავს სარაჯი თვითონ ამზადებდა ხარის ტყავისაგან. ხარის ტყავს ოთხად ჭრიდნენ, რეცხავდნენ მერე სპეციალურ ხელსაწყოში — „პაჭაჭებში“ — ჭიმავდნენ, შემდეგ სათანადოდ სპეციალურ მანქანაში ზელდნენ ძროხის ქონით, მერე თბილ წყალში გარეცხავდნენ, გააშრობდნენ და ისევ „პაჭაჭებში“ ჩადებდნენ გასასწორებლად.

დამუშავებული ტყავის საუკეთესო ნაწილს მოსართავად ხმარობდნენ, სხვა ნაწილებს კი — აღვირისა და მოსაჭერისათვის. სარაჯი ამზადებდა აგრეთვე ქართულ ქამრებს, რომელთაც თითბრისა და ვერცხლის შესაკრავი ჰქონდათ, ურმის შოლტებს და მათრახს. ჰყავდათ თავისი ამქარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]