საპირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საპირო — ძველ საქართველოში საგანგებო ქონებრივი საზღაური, რომელსაც მესისხლეთა დაზავებისას დამნაშავე შერიგების პირობების განსამტკიცებლად „სისხლის“ გადახდამდე აძლევდა დაზარალებულს. საპირო გვხვდება ბაგრატ კურაპალატის სამართლსა (მმ. 112, 159-60) და ე. წ. „სასიხლო სიგელებში“ (მათ უმრავლესობაში ტერმინ „საპიროს“ ნაცვლად იხმარება მისი სინონიმი „საზაო“). იგი მესისხლეთა „შესამყრელოდ“ მიიჩნეოდა და, ისევე როგორც სანახშირო არ შედიოდა „სისხლის“ ანგარიშში — მისი წინაგასაძღუანებელი საზღაური იყო. საპიროს ოდენობა დანაშაულის სიმძიმისა და დაზარალებულის სოციალური-წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძე ი., ძველი ქართულ სამართალი, თბ., 1953,
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963;