სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სფმომა (2004).

სან-ფრანცისკოს თამანედროვე ხელოვნების მუზეუმი (San Francisco Museum of Modern Art - SFMOMA) — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ლენდმარკია სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.

მუზეუმი გახსნა 1935 წელს დამფუძნებელი დირექტორის გრეის მაკკენ მორლის ხელმძღვანელობით როგორც „სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმი“ და ის პირველი მუზეუმი იყო დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ მე-XX საუკუნის ხელოვნებას მიეძღვნა. არსებობის პირველი სამოცი წლის განმავლობაში მუზეუმს „სივიკ ცენტრის“ ომის ვეტერანთა მემორიალის შენობის ზედა სართულები ეკავა. დირექტორი ჰენრი ჰოპკინზის (1974-1986) პერიოდში მუზეუმს ტიტულში დაერთო „თანამედროვე“ 1975 წელს და სერთაშორისო რეპუტაცია მოიპოვა.

1995 წელს გაწეულ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციისა და ექსპანსიის შედეგად მუზეუმი მის ამჟამინდელ ადგილზე გადავიდა სომა-ს უბანში იერბა ბუენას ბაღებთან მარიო ბოტას პროექტის შესანიშნავ შენობაში. ამავე პერიოდში ნიუ-იორკის მომა-ს მიბაძვით მუზეუმმა „სფმომა“ დაირქვა. მის კოლექციებში ინახება ჯექსონ პოლოკის, რიჩარდ დიბენკორნის, პაულ კლეეს, მარსელ დიუშანის და ანსელ ადამსის მნიშვნელოვანი ნამუშევრები სხვა მრავალთა შორის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]