ანსელ ადამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანსელ ადამსი

ანსელ ესტონ ადამსი (ინგლ. Ansel Easton Adams; დ. 20 თებერვალი, 1902 — გ. 22 აპრილი, 1984) — ამერიკელი ფოტოგრაფი, ყველაზე უკეთ ცნობილი მისი ამერიკის დასავლეთის შავ-თეთრი ფოტოსურათებით.

ადამსს ასევე დაწერილი აქვს მრავალი წიგნი ფოტოგრაფიაზე, მათ შორის ტექნიკურ სახელმძღვანელოთა ტრილოგია (The Camera, The Negative and The Print); თანადამფუძნებელი იყო ჯგუფის Group f/64 ედვარდ ვესტონთან, უილიარდ ვან დაიკთა და იმოგენ კანინგემთან ერთად; ასევე შექმნა, ფრედ არჩერთან ერთად, ზონის სისტემა, ტექნიკა, რომელიც ფოტოგრაფებს სინათლის გარდაქმნის საშუალებას აძლევს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ნეგატივებზე და ქაღალდზე სპეციფიკური ინტენსივობის დანახვა, რაც მათ დასრულებულ ფოტოსურათზე უფრო მეტ კონტროლს ანიჭებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]