სანქტ-პეტერბურგის ხარების ეკლესია (პრიმორსკის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანქტ-პეტერბურგის ხარების ეკლესია
Ц.Благовещения Пресвятой Богородицы (Пр.ш.).jpg
სანქტ-პეტერბურგის ხარების ეკლესია (პრიმორსკის რაიონი) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°58′59″ ჩ. გ. 30°15′45″ ა. გ. / 59.98306° ჩ. გ. 30.26250° ა. გ. / 59.98306; 30.26250
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810434000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვ. მოჩულსკი
ხუროთმოძღვრული სტილი ამპირი
თარიღდება XVIII საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის ხარების ეკლესია (რუს. Благовещенская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, პრიმორსკის რაიონში, პრიმორსკის პროსპექტზე. პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. ამჟამინდელი ტაძარი შენდებოდა 1805-1809 წლებში. აქვს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.წინამძღვარია - დიაკვანი თეოდორ გურიაკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ნევკის სანაპიროზე ძველ სოფელში 1760-იან წლებში რუსეთის იმპერიის კანცლერმა, გრაფმა ალექსი ბესტუჟევ-რიუმინმა ააგო ხის ეკლესია ღვთისმშობლის ხარების სახელზე. ამის შემდეგ სოფელმა კამენი-ნოსმა მიიღო მეორე სახელწოდება ბლაგოვეშენსკაია. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო ჯერ კივევ 1740-იანი წლების ბოლოს პიეტრო ანტონიო ტრეზინის პროექტის მიხედვით, მაგრამ ალექსი ბესტუჟევ-რიუმინის დაპატიმრებისა და გადასახლების გამო ეკლესიის მშენებლობა შეჩერდა და გაგრძელდა მხოლოდ მისი შეწყალებისა და პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ. ხის ტაძარი ააშენეს 1762 წელს, ამავე წელს შედგა მისი კურთხევაც. აგებული ეკლესია იყო ცივი, სამი წლის შემდეგ დაიწყო თბილი ეგვტერის მშენებლობა. 1770 წელს ეგვტერი აკურთხეს ალექსანდრე ნეველის სახელზე. 1803 წლის 12 ივნისს ეკლესია მეხის დაცემის შედეგად დაიწვა.

თანამედროვე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ტაძარი სამი საკურთხევლით ააგეს ახალო სოფლის მფლობელმა ს. იაკოვლევმა არქიტექტორ ვ. მოჩულსკის პროექტის მიხედვით ამპირის სტილში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1805-1809 წლებში.

ტაძრის კომპოზიცია ახლოს დგას XVIII საუკუნის მამულის ეკლესიების კლასიკურ სტილთან. ტაძარი მთავრდება როტონდით, გაფორმებულია ტოსკანური 12 სვეტით, როელთა შორის განტავსებულია ზარები. ეკლესიაში არის ლამაზი ამპირის სტილის კანკელი.

ეკლესიაში დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა ძველი ზარი, რომელზეც გამოსახული იყო ბესტუჟევ-რიუმინის გერბი და მედალი. 1856 წელს ეს ზარი დაიკარგა.

ტაძარი აკურთხეს 1809 წელს ღვთისმშობლის ხარების სახელზე. მთავარი საკურთხევლის გარეშე აქ არის კიდევ ალექსანდრე ნეველისა და თიმოთე და მავრას ეგვტერები. ეკლესიის ახლოს 1818 წელს მიწის მეპატრონემ ა. ავდულინმა ააშენა პატარა სამლოცველო.

ხარების დღესასწაულზე ეკლესიიდან კოლომიაგის რაიონამდე ეწყობა ლიტანიობა.

1850-იანი წლების დასაწყისში ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა არქიტექტორ ალექსანდრე კრაკაუს პროექტის მიხედვით. ნახევარი საუკუნის შემდეგ სამოქალაქო ინჟინერმა ვ. ტეპლოვმა მიაშენა სამრეკლო, რომელიც აკურთხეს 1901 წლის 25 ნოემბერს. ეკლესიასთან მოქმედებდა ღარიბთა და ბავშვთა თავშესაფარი. ეკლესიაში მდებარეობდა ნიკიტინებისა და ორლოვ-დენისოვების განსასვენებელი.

1855-1878 წლებში ტაძარში მსახურობდა ცნობილი საეკლესიო მწერალი, დიაკვანი კონსტანტინ სტრატილატოვი.

რევოლუციის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობნოვლენცური განხეთქილების დასაწყისში, მრევლი მათ მიემხრო. 1923 წლის 2 დეკემბერს ის დაუბრუნდა საპატრიარქოს, მაგრამ 1924 წლის 29 თებერვალს კვლავ ობნოვლენცების ხელში გადავიდა და მათ ხელში იყო დახურვამდე.

1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. მთელი სიმდიდრე სახელმწიფო ფონდს გადაეცა. 1947 წელს პრიმორსკოეს პროსპექტის მშენებლობის გამო დაანგრიეს სამრეკლო. ეკლესიის შენობაში დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო რეზინისა და სათამაშოების საამქრო[1].

1992 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1997 წელს ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი იოანე მალინინი. პირველი საღვთო ლიტურგია გაიმართა 1997 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს. ამ მომენტიდან იწყება რეგულარული ღვთისმსახურება[1].

2003 წლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს იოანე მალინინი დანიშნეს შტატის მღვდლად კოლომიაგში, პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში. მის ადგილზე წინამძღვრად დაინიშნა დიაკვანი თევდორე გურიაკი.

2003 წლის 5 აპრილს ტაძარი კვლავ აკურთხა სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა იპოლიტე კოვალსკიმ. ტაძრის კურთხევის შემვეგ წინამძღვარმა განაცხადა სამრეკლოს აღდგენის შესაძლებლობის შესახებ. პროექტი შეადგინეს 2006 წელს, მშენებლობა დაიწყო 2012 წელს[2] და დასრულდა ამავე წლის ოქტომბერში[3], ხოლო აკურთხეს 9 დეკემბერს[4].

სასაფლაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანქტ-პეტერბურგის ხარების ეკლესიას მიეწერება ორი სასაფლაო:

  • სამრევლო, რომელიც გაიხსნა 1765 წელს მისგან ნახევარი ვერსის დაშორებით, თანამედროვე № 44 სკოლის ტერიტორიაზე
  • ეკლესიის ეზოში - მდიდარი მრევლის წარმომადგენლებისათვის.

მეორე სასაფლაოზე დაკრძალულია მწერალი სერგეი ტერპიგორევი, სამართალმცოდნე ივანე ანდრეევსკი, მევიოლინე და დირიჟორი ნიკოლაი გალკინი, მსახიობები პლატონ პრონსკი და გავრილ სტემლიანოვი.

სასაფლაო გაანადგურეს 1940-იან წლებში, მაგრამ მისი უსახელო საფლავის ქვების ნახვა შესაძლებელი იყო ჯერ კიდევ 1990-იან წლებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ОСВЯЩЕНИЕ И ПРЕСТОЛЬНЫЙ ПРАЗДНИК В БЛАГОВЕЩЕНСКОМ ХРАМЕ НА ПРИМОРСКОМ ПРОСПЕКТЕ“, Санкт-Петербургская митрополия, 10 апреля 2003. წაკითხვის თარიღი: 2013-03-23. 
  2. У Благовещенской церкви в Старой Деревне строят колокольню“, Строительство, Karpovka.net, 16 апреля 2012 года. წაკითხვის თარიღი: 2013-03-23. 
  3. На Приморском проспекте завершается строительство колокольни“, Строительство, Karpovka.net, 13 октября 2012 года. წაკითხვის თარიღი: 2013-03-23. 
  4. В храме Благовещения Пресвятой Богородицы на Приморском проспекте освятили новую колокольню“, Санкт-Петербургская митрополия, 9 декабря 2012. წაკითხვის თარიღი: 2013-03-23. „Благовещенскую церковь вернули верующим в 1992-м и вновь освятили в 2003 году, но колокола появились здесь совсем недавно. Возведение звонницы стало последним этапом возрождения исторической колокольни“